დღეს, 2 აპრილს, საქართველოში პირველად კერძო საბავშვო ბაღების ფორუმი იმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, „საბავშო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი“ განმარტავს, ფორუმი ტარდება იმედით, რომ ამ სექტორის წარმომადგენლები და ადრეულ და სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციები გამოიყენებენ შანსს, კოლეგებთან საჯარო დისკუსიის ფორმატით იმსჯელონ მათთვის სასურველი მხარდამჭერი გარე მექანიზმების შესახებ.
ფორუმის თემებია:
ფორუმის მიზანია კერძო საბავშვო ბაღებს შორის კონტაქტების გაძლიერება, წარმატებული პრაქტიკების გაზიარება და ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის კვლევის - მშობლების მოლოდინების კვლევა საბავშო ბაღებში - შედეგები და რეკომენდაციები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ დაგეგმილია კერძო საბავშო ბაღების მენეჯერების ქსელის შექმნა, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო თანამშრომლობაზე ექნება წვდომა და იზრუნებს კერძო ბაღების ხარისხის გაძლიერებაზე. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მიწვეული ბაღების წარმომადგენელი მშობლებიც.
ღონისძიებაზე დარეგისტრირებულია კერძო ბაღების დამფუძნებელი ან მენეჯერი 50-ზე მეტი ქალი თბილისიდან, ბათუმიდან, გორიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან...
„ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა მნიშვნლოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ადრეულ და სკოლამდელ განათლებას. საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ ადრეულ წლებში ხარისხიანი ზრუნვა და განათლება განაპირობებს მაღალ აკადემიურ მიღწევებს სკოლაში, უნივერისტეტში და ზრდის ადამიანების ჩართულობას საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობაში“, - აღნიშნულია „საბავშო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: