დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებმა მშობლებთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები და კითხვარი შეიმუშავეს
31.03.2023

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტის გათვალისწინებით, მშობლებთან პერიოდულად შეხვედრები იმართება.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრების შინაარსი ითვალისწინებს ოჯახის და თემის ჩართულობას სააღმზრდელო პროცესში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კი შემუშავებული აქვთ მშობლებთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები.

ამჯერად, შეხვედრა 21-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაღში გაიმართა საგანმანათლებლო პერსონალსა და მშობლებს შორის, სადაც განხილვის თემა იყო მეტყველების დარღვევა და წვრილი მოტორიკის განვითარება სკოლამდელი  ასაკის ბავშვებში.

„მშობლები ჩაერთნენ საბავშვო ბაღის მოდერატორის მეტყველების თერაპევტის, მეგი შაიშმელაშვილის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. ასევე, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები და შეავსეს ბაღის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი კითხვარი სადაც პრიორიტეტი მშობლებმა ერთხმად მიანიჭეს აღსაზრდელების უსაფრთხოებას, მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, ჯანსაღ პიზიკურ გარემოს“, - იტყობინება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება - ახალი სტანდარტი

საბავშვო ბაღი ზღვის მიერ გამორიყული საბურავებით და სხვა მეორადი მასალებით გაალამაზეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი