ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე, რომელთა წინსვლას სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებას სიხარულით აცნობს.
მათ შორის არიან დავით ლავრელაშვილი და დავით სვანიძე, რომელთაც ბრწყინვალე სპორტული წარმატება მოიპოვეს.
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დავით ლავრელაშვილი და დავით სვანიძე „ბათუმის უშუს საერთაშორისო ტურნირში“ მონაწილეობდნენ. ტურნირი ქალაქ ბათუმში გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონის სტატუსი და ოქროს მედლები მოიპოვეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები დავით ლავრელაშვილსა და დავით სვანიძეს წარმატებას ულოცავენ.
„ჩვენი პატარა სპორტსმენები ჩემპიონები გახდნენ. სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ ჩვენი მოსწავლეების წარმატებით და წინსვლას უსურვებენ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
მოსწავლეთა დამრიგებლები არიან: მარინა მაღლაკელიძე და ინგა მეტონიძე. მათი უშუს მასწავლებელი კი ზურაბ კაპანაძე გახლავთ.