ახალციხის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები საპატრულო პოლიციის ფორმებში გამოეწყვნენ და სტუმრების წინაშე საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ბაღში მიღებული ცოდნა აქტივობებით წარმოადგინეს, იცეკვეს და იმღერეს.
საბავშვო ბაღის სტუმრები იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც პატარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: