დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტრენინგ-მოდულს ონლაინ რეჟიმში გაივლით
29.03.2023

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულები ხშირ შემთხვევაში ონლაინ რეჟიმში ტარდება, რომლის დისტანციური ფორმით ჩატარების შემთხვევაში გასათვალისწინებელი მოთხოვნები დოკუმენტშია გაწერილი.

ტრენინგ-მოდულის დისტანციური ფორმით ჩატარების დროს გასათვალისწინებელი მოთხოვნებია:

  1. ტრენინგის ონლაინ ვერსიის ჩატარებისას დღეში უნდა ჩატარდეს მხოლოდ 1 ან 2 სესია.
  2. თითოეული მონაწილე ტრენინგის დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც საჭიროა მასალების კითვისა და დავალებების ელექტრონული ფორმით შესასრულებლად.
  3. თითოეულ მონაწილეს ტრენინგის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეს საჭიროების შემთხვევაში ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შეხვედრები/ვორქშოპები, რათა მათ შეძლონ ხარვეზების გარეშე მონაწილეობა.
  4. აუციელებელია მოქმედი მეილების გადამოწმება/ახლის შექმნა, რათა მონაწილეები დროულად იყვნენ უზრუნველყოფილნი საკითხავი მასალით, სამუშაო ფურცლებითა და დავალებებით.
  5. თითოეული ტრენინგის ორგანიზებისას, ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობით გაუზიაროს ჯგუფების განრიგი და ტრენერების ვინაობა.
  6. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი უფლებას იტოვებს ონლაინტრენინგის განხორციელების პროცესში განახორციელოს სესიებზე დასწრება და მონიტორინგის პროცესი.
  7. სავალდებულოა ყველა სესიის განხორციელება ხდებოდეს მხოლოდ კონკურსის შედეგად შერჩეული ტრენერის/მოდულის ავტორების მიერ.
  8. სავალდებულოა ყველა მონაწილის მონაცემები (სახელი, გვარი, შეფასების შედეგები, დავალებები, გაცემული სერტიფიკატის ნომერი, ტრენინგის გავლის პერიოდი), „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინახებოდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ 2 წლის განმავლობაში.
  9. ყოველი დასრულებული ტრენინგის შემდეგ, არაუგვიანეს ერთ თვეში, იმ პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ვინც წარმატებით გაიარა ტრენინგი, უნდა იგზავნებოდეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
  10. აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე დანიშვნისთვის სავალდებულოა პირმა წარმოადგინოს მხოლოდ კონკურსის შედეგად შერჩეული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  11. სერტიფიკატის ფორმაში მითითებული იყოს: მიმწოდებელი ორგანიზაცია, სერტიფიკაცის გაცემის თარიღი, მონაწილის სახელი, გვარი, ტრენინგის ფორმა.
  12. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელ ორგანიზაციას შიდა რეგულაციის ვალდებულების გამო ტრენინგ-მოდულის განსხვავებული ფორმით დამტკიცების ვალდებულება აქვს და/ან მოდულში შეიტანს ცვლილებებს, აღნიშნული ფორმა უნდა გაუზიაროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ტრენინგის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. ტრენინგის ცვლილებებით განხორციელება შესაძლებელი იქნება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის წერილობითი დადებითი პასუხის შემთხვევაში.
  13. ორგანიზაციამ მონაწილეთა მხრიდან შეფასების შედეგების გასაჩივრების პროცედურების მარეგულირებელი დოკუმენტი უნდა შექმნას ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და მიაწოდოს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

იხილეთ ასევე:

ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა

ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი