დღის თემა
etaloni.ge
ბაღებისთვის, სადაც მშობლებს სკამების მიტანას სთხოვდნენ, ბიუჯეტიდან 222 780 ლარი გამოიყო
29.03.2023

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის ავეჯის შესაძენად 222 780 ლარი გამოყო.

სკამების, გრძელი სკამების, მაგიდების, ჭურჭლის კარადების, საოფისე თაროების, დოკუმენტების შესანახი კარადების, კომპიუტერის მაგიდების, ტანსაცმლის საკიდების, სამზარეულოს ავეჯისა და მოწყობილობების, ბავშვის საწოლების, ტანსაცმლის კარადების, „სტელაჟების“, საბავშვო ბაღის ავეჯის, დახლ-ვიტრინებისა და სათავსოების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ავეჯი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედ 37 საბავშვო ბაღს უნდა გადაეცეს.

სულ დაგეგმილია: 16 სამზარეულოს კარადის, 25 სამზარეულოს დიდი მაგიდის, 17 სამზარეულოს პატარა მაგიდის, 320 საბავშვო მრგვალი მაგიდის, 1 360 საბავშო სკამის, 5 საოფისე სკამის, 22 საბავშვო გარდერობის, 178 ჯგუფის ცენტრის კარადის, 89 ჯგუფის ცენტრის კარადის, 359 საბავშვო საწოლის, 3 საოფისე მაგიდის, 9 ნიჟარის კარადის, 18 „სტელაჟის“, 37 გრძელი სკამის, 85 საკიდის, 56 ღია თაროების მქონე კარადის, 4 საოფისე ტუმბოს, 1 კარადის, 4 კედლის თაროს შესყიდვა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ავეჯი და სხვა ნივთების ნაკლებობაა და ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც ისაუბრეს: „ბავშვს ბაღში სკამისა და ჭურჭლის მიტანა აღარ დაევალება?“ - კითხვა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს

„მუნიციპალიტეტში სულ 2053 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 37 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 2100  ბავშვის სწავლება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 37 საბავშო ბაღია, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ააიპ „გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება“. სულ სკოლამადელ დაწესებულებებში დასაქმებულ 568 თანამშრომელდან 96 აღმზრდელი და 89 აღმზრდელის თანაშემწეა. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის - ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის  შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება“, - წერია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტს ეხება.

იხილეთ ასევე:

„ბავშვები რთულ პირობებში იზრდებიან“ - ირაკლი ღარიბაშვილი

29 ლარიანი ვარდისფერი ვირი, 36 ლარიანი რეზინის თოჯინა - რა ღირებულების სათამაშოები გადაეცა 26 საბავშვო ბაღს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი