დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში ხორბალი დათესეს - ხასხასა ჯეჯილის ამოსვლისა და ტრადიციის დეტალები
29.03.2023

ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საბავშვო ბაღში ხორბალი დათესეს. ხორბალი ღვივდება და ამოდის ჯეჯილი.

ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, სააღდგომოდ ხორბალს თესენ.

ხასხასა ხორბლის მოსაყვანად, ლანგარზე უნდა დააფინოთ წყალში დასველებული ბამბა და მასზე ხარისხისნი ხორბალი ბლომად დაყაროთ. დათესილი ხორბალი ყოველდღე უნდა დაინამოს.

მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ხვდებიან. ტრადიციის მიხედვით, ხორბალი ლაზარეს შაბათს, ბზობის წინა დღეს უნდა დაითესოს. ის, როგორც წესი, რამდენიმე დღეში აბიბიბინდება.

მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი