„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის აუცილებელია საუზმის რეგულარული მიღება.
როგორ საუზმობენ საბავშვო ბაღებში პატარები, ამ რეგლამენტის მიხედვით არის გაწერილი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში საუზმე უნდა შედგებოდეს მინიმუმ ერთი სასმელისა და სამი ძირითადი ელემენტისგან:
1. მარცვლოვანი - პური, ორცხობილა, მარცვლეულის ფანტელები და ა.შ.ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვებისას გამოყენებულ სასმელში უნდა მოიაზრებოდეს წყალი, ხილის წვენი - 100%-იანი, შაქრის დამატების გარეშე ან დაბალი ცხიმიანობის რძე შაქრის დამატების გარეშე.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვი საუზმისას რძის პროდუქტების საშუალებით, არანაკლებ 100 მგ კალციუმს უნდა იღებდეს.
საჭიროების და სურვილის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში საუზმის მენიუს შეიძლება დაემატოს:
1. ერთი ცხიმის შემცველი პროდუქტი, მაგალითად, კარაქი.არ არის რეკომენდებული ისეთი სურსათის რეგულარული გამოყენება, როგორიცაა ფუნთუშეული, შოკოლადი, კრემითა და შოკოლადით შევსებული ნამცხვრები, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელები და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს. ასეთი პროდუქტების გამოყენების მაქსიმალური სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 3-ჯერადს 20 დღის განმავლობაში.
იხილეთ ასევე:
„ამის გამო ბაღი მეჯავრებოდა“ - პოეტის ცუდი მოგონება საბავშვო ბაღზე