დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლების ექსპერტების ხელფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება
27.03.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კონკურსისთვის მიღებული განცხადებების გადარჩევა დამთავრდა. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტობის კანდიდატებმა ტესტირება უკვე გაიარეს. კურიკულუმის, კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ექსპერტების კონკურსში მონაწილე პირები კი ტესტირების გარეშე, პირდაპირ გასაუბრებას გაივლიან.

სკოლამდელი დაწესებულებების 4 დარგის სპეციალისტთა შერჩევა 15 მაისამდე უნდა მოხდეს

ბოლო ეტაპი, ექსპერტთა კორპუსში მოსახვედრად, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაა.

კანდიდატს, სერტიფიცირების ეტაპების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ენიჭება სერტიფიცირებულის სტატუსი ცენტრის დირექტორის მიერ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 წლის ვადით და იგი უფლებამოსილია, ამ ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე, წერილობითი განცხადებით მიმართოს ცენტრს ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის კვოტით ექსპერტთა კორპუსში შეყვანის მოთხოვნით.

განცხადების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება სერტიფიცირებული სტატუსის მქონე პირის შეყვანა ექსპერტთა კორპუსში, ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის კვოტით.

სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსი დასტურდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით, რომელშიც მითითებული იქნება სერტიფიკატის მოქმედების ვადა.

სერტიფიკატი გაიცემა ელექტრონულად, ქართულ ენაზე, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.

აღნიშნულმა ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა  უზრუნველყოს სერტიფიცირებულ პირთა შესახებ მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სკოლამდელი განათლების ექსპერტთა კორპუსის წევრების საქმიანობის ანაზღაურება ჯერჯერობით საიდუმლოა და ის განისაზღვრება განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

იხილეთ ასევე:

ექსპერტს, რომელიც საბავშვო ბაღს შეამოწმებს, ეკრძალება საჩუქრისა და სხვა სარგებლის მიღება - ეთიკის კოდექსი

რომელი საბავშვო ბაღები ვერ შეძლებენ მუშაობას 31 მარტის შემდეგ და 2024 წლიდან - რეგისტრაცია სრულდება, მომდევნო ნაბიჯი თვითშეფასებაა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი