რუსთავში მდებარე 23 საბავშვო ბაღიდა ხვალ, 27 მარტს, მხოლოდ 12 იმუშავებს. მიზეზი კომპანია „რუსთავის წყალის“ მიერ ხრამის სათავე ნაგებობაზე დაგეგმილი სამუშაოებია.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხვალ, 27 მარტს, დილის 10:00 საათიდან, 28 მარტის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავს.
„მოგეხსენებათ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასმელი წყლის შეწყვეტა რიგ პრობლემებს ქმნის. აღსაზრდელებისა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, მოვახდინეთ სრული მობილიზება და 23 ფილიალიდან, 12 ფილიალი, - მე-6, მე-8, მე-10, მე-17, 22-ე, 23-ე, 31-ე, 34-ე, 37-ე, 40-ე, 41-ე, 44-ე, საბავშვო ბაღები პატარების მიღებას, მაინც შეძლებს. იმ ბაღის აღსაზრდელები, სადაც სააღმზრდელო პროცესი ვერ წარიმართება, მიმდებარე ბაღებში გადანაწილდებიან“, - ნათქვამია რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: