დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა მოასწროთ ბავშვების ჯგუფში დაბრუნებამდე 20-30 წუთით ადრე - რეგლამენტის მიხედვით, ბაღში პატარები დღეში ორჯერ უნდა გაასეირნოთ
28.03.2023

„ბავშვები ჰაერზე უნდა გაასეირნონ არანაკლებ დღეში 2-ჯერ“, - წერია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ და ჰიგიენური ნორმებს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, გასეირნების მაღალი გამაჯანსაღებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად საჭიროა საბავშვო ბაღში გათვალისწინებული იქნას შემდეგი გარემოებები:

1. არ იქნეს შემცირებული ბავშვების ჰაერზე ყოფნის დრო, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს დროის განაწილების რეჟიმით/პროგრამით;

2. უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების საკმაოდ მაღალი მოძრავი აქტივობა გასეირნების დროს შესაფერისი ტანსაცმლის პირობებში.

აღნიშნული რეგლამენტის მიხედვით, მოთხოვნები სითბურ-საჰაერო რეჟიმისადმი კი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის სათავსებში კეთილსასურველი გარემოს შესაქმნელად, ყოველდღიურად მთელი შენობის გულმოდგინედ განიავებას გულისხმობს.

„უფრო ეფექტურია ორპირი და გვერდითი განიავება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების იქ არყოფნის დროს არის დასაშვები - მათ მოსვლამდე, მათი დარბაზში ყოფნისას ან სეირნობისას. განიავების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე შენობის გარეთ, ქარის მიმართულებაზე, გამათბობელი სისტემის ეფექტურობაზე და უნდა დასრულდეს 20-30 წუთით ადრე ბავშვების ჯგუფებში დაბრუნებამდე“, - აღნიშნულია რეგლამენტში.

ერთმხრივი განიავება კი შესაძლებელია ბავშვების შენობაში ყოფნის დროსაც. წელიწადის თბილ პერიოდში რეკომენდებულია შენობის განუწყვეტელი აერაცია, ცივ პერიოდში დასაშვებია ჰაერის ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითება 180 გრადუს ცელსიუსამდე სკოლამდელი - 2 წლის ზევით და 190 გრადუს ცელსიუსამდე ადრეული ასაკის - 2 წლამდე ბავშვებისათვის.

საძინებელ ოთახებში გამჭოლი განიავება უნდა ხორციელდებოდეს ბავშვების არყოფნის დროს. წელიწადის ცივ დროს სარკმლები, ფრამუგები უნდა დაიკეტოს ბავშვების დაძინებამდე 30 წუთით ადრე, შემდეგ გაიღოს ძილის დროს ცალმხრივად და დაიკეტოს გაღვიძებამდე, ადგომამდე 30 წუთით ადრე. წლის თბილ სეზონზე ძილის დროს ფანჯრები ღიაა გამჭოლი ქარის მორიდებით.

საძინებელ ოთახებსა და ვერანდებს უნდა ჰქონდეთ მზისგან დამცავი მოწყობილობები  - ფარდები, ჟალუზები.

ჰაერის ტემპერატურის კონტროლისათვის თერმომეტრები უნდა დამონტაჟდეს/განთავსდეს კედელზე, იატაკიდან 0,8-1,2 მ-ის სიმაღლეზე, ბავშვების სიმაღლის შესაბამისად.

იხილეთ ასევე:

არის თუ არა ვალდებული საბავშვო ბაღის აღმზრდელი, პატარები ეზოში გაიყვანოს - როგორია სტანდარტი და რეალობა

სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი