გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხელფასები, პოზიციების მიხედვით, 298 ლარიდან 980 ლარამდე მერყეობს, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
გორის მერიისგან mozaikanews.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივ ბაღებში 9 პოზიცია არსებობს:
დირექტორი, მნე, პირველი ცვლის აღმზრდელი, მეორე ცვლის აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა), მუსიკის მასწავლებელი, მედდა, მზარეული და დარაჯი.
მათგან ნაწილის ხელფასი ყველა ბაღში იდენტურია, ნაწილის კი ბავშვების კონტიგენტის მიხედვით იცვლება.
გორის ბაღებში იდენტური, ფიქსირებული ხელფასები აქვთ შემდეგ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს:
პირველი ცვლის აღმზრდელი: 650 ლარი;
მეორე ცვლის აღმზრდელი: 380 ლარი;
აღმზრდელის თანაშემწე: 540 ლარი;
ბაღების მიხედვით, განსხვავებული ხელფასებია შემდეგ პოზიციებზე:
დირექტორი: 705 ლარიდან 980 ლარამდე;
მნე: 540 ლარიდან 760 ლარამდე;
მუსიკის მასწავლებელი: 298 ლარიდან 545 ლარამდე;
მედდა: 375 ლარიდან 540 ლარამდე;
მზარეული: 430 ლარიდან 595 ლარამდე;
დარაჯი: 375 ლარიდან 540 ლარამდე.
ბაღის თანამშრომლებს ხელფასები 2023 წლიდან გაეზარდათ. საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების ოდენობას მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ. შესაბამისად, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მათი ანაზღაურება ერთსა და იმავე პოზიციაზე, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
გორის საბავშვო ბაღების თანამშრომლების მიერ skolamdelebi.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დილის ცვლის აღმზრდელის ხელზე ასაღები ხელფასი 650 კი - არა, 520 ლარია, აღმზრდელის თანაშემწის - 432 ლარი, მუსიკის მასწავლებლის - 255 ლარი...
„თვლა არ ვიცით და სწორად ვერ ვითვლით? სხვა თანხას ვიღებთ და სხვას ასახელებენ. ზოგ შემთხვევაში, დაქვითვის გარეშეც კი არ გამოდის ეგ თანხები და საიდან მოაქვთ, ჩვენს ხელფასებსაც აყალბებენ თუ რა ხდება?“, - კითხულობენ ბაღების თანამშრომლები.
იხილეთ ასევე:
„ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100-ლარიანი ნამატი ხელფასი?!“