დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის მზარეულს კატეგორიულად ეკრძალება ფრჩხილზე ლაქის წასმა - დოკუმენტში გაწერილი ჰიგიენა
27.03.2023

ტექნიკური რეგლამენტში, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებს“ ეხება ცალკე მუხლი ეთმობა კვების ბლოკის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენას.

დოკუმენტში გაწერილია, რა სახის მოთხოვნები უნდა დაიცვას საბავშვო ბაღის მზარეულმა და რა ეკრძალება.

კვების ბლოკის პერსონალმა უნდა დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

1. სამუშაოს განხორციელებისას ჩაიცვას სუფთა სპეციალური ტანსაცმელი;

2. დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები;

3. არ განახორციელოს სამუშაო აქტივობა ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის - მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეას არსებობის ან ისეთი დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათით. მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვა.

კვების ბლოკში კატეგორიულად აკრძალულია:

1. სურსათის, კულინარული და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების დროს საიუველირო ნაკეთობების გაკეთება, ფრჩხილებზე ლაქის წასმა;

2. სამუშაო ადგილზე სურსათის მიღება და სიგარეტის მოწევა;

3. კანის დაავადების, კანზე ჩირქოვანი გამონაყარის მქონე პირების დაშვება სამუშაოზე;

4. დამცავი ტანსაცმლის ქინძისთავებით, ნემსებით შეკვრა, ასევე პირადი ჰიგიენის საგნების ან/და სხვა გარეშე ნივთების ჯიბით ტარება.

5. უცხო პირთა შესვლა დამცავი ტანსაცმლის გარეშე.

იხილეთ ასევე:

რა ცნობის წარმოდგენა ევალება საბავშვო ბაღის მზარეულს ყოველი წლის დასაწყისში

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი