დღის თემა
etaloni.ge
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები
24.03.2023

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულები ტარდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში გაწერილია, როგორია იმ ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც აღნიშნულ ტრენინგ-მოდულს ჩაატარებს.

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები 

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომლებსაც, ცენტრის ეგიდით, ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“ ადრეული  და  სკოლამდელი  აღზრდისა  და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე“.

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის პროცედურები

1. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების დოკუმენტაციის მიღებისა და შერჩევის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი განცხადებით მიმართავს ცენტრს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის პერსონალის ავტობიოგრაფია (CV), ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებით განსაზღვრული საქმიანობის ფუნქციის დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან, საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი.

4. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.

6. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას ტრენინგის ჩატარების უფლება ენიჭება ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით შექმნილი კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პერიოდის განმავლობაში ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ტრენერების დამატება შესაძლებელია მოხდეს ყოველწლიურად.

7. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში, ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდული ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის ეგიდით.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა წარმოადგინოს აღმზრდელმა ტრენინგ-მოდულზე პრეზენტაცია და რა შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ ქულას

აღმზრდელმა უნდა სთხოვოს ბავშვებს, ჩამოთვალონ, რას აკეთებენ ბაღში ხალისით და რას უხალისოდ - რეკომენდაციები აქტივობისთვის „ჩემი ბაღი“
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი