აღმზრდელმა უნდა სთხოვოს ბავშვებს, ჩამოთვალონ, რას აკეთებენ ბაღში ხალისით და რას უხალისოდ - რეკომენდაციები აქტივობისთვის „ჩემი ბაღი“
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნა პატარებისთვის რომ სასიამოვნო და სახალისო იყოს, საჭიროა, აღმზრდელმა მათ საბავშვო ბაღის შესახებ ესაუბროს და მთელი დღის აქტივობა მხოლოდ ამ თემას დაუთმოს.
ბაგა-ბაღების სააღმზრდელო პროგრამაში საბავშო ბაღის თემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებია მოცემული, რომლის მიხედვითაც, აღმზრდელმა დილითვე უნდა უთხარას ბავშვებს, რომ იმ დღის თემა საბავშვო ბაღია.
აღნიშნული აქტივობა ასე შეძლება განავითაროთ:
დილის წრე
- უთხარით ბავშვებს, რომ დღევანდელი დღის თემა საბავშვო ბაღია.
- სთხოვეთ ბავშვებს, ჩამოთვალონ, რას აკეთებენ ბაღში ხალისით და რას – უხალისოდ.
- გაიხსენონ ბავშვებმა, რას ფიქრობდნენ ბაღზე, სანამ მოვიდოდნენ. როგორი იყო ბაღის პირველი დღეები მათთვის.
ხელოვნება
- წინასწარ დაბეჭდეთ ბაღის ფოტოები - ოთახების, ეზოს და შემდეგ დაათვალიერებინეთ ბავშვებს და მათ მიერ არჩეული ფოტოებით დაამზადეთ ფოტოკოლაჟი მათივე კომენტარებით.
- წიგნი: „ჩემი ბაღი“. წაახალისეთ ბავშვები, დახატონ ბაღის სხვადასხვა ადგილები - სამზარეულო, მუსიკის ოთახი, ეზო. აკინძეთ წიგნი, გაუკეთეთ კომენტარები ბავშვების კარნახით, რატომ აირჩია ეს ადგილი დასახატად, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს.
კულინარია
- წაიყვანეთ ბავშვები ბაღის სამზარეულოში, გააცანით მზარეულები და აჩვენეთ, როგორ მზადდება მათთვის საკვები.
სამაგიდო
- გამოჭერით ნახატები, გაუკეთეთ ლამინირება. სთხოვეთ ბავშვებს, თანმიმდევრულად დაალაგონ ბარათები.
წიგნიერება/მეტყველება
- უთხარით, რომ ხანდახან ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, „ბაღს“.
კონსტრუქციული
- მოიმარაგეთ მუყაოს ცარიელი ყუთები. ბავშვები დაყავით 5 პირისგან შემდგარ ჯგუფებად. ცალკეულმა ჯგუფებმა მუყაოს ყუთისა და სხვადასხვა მასალებით - კუბები, პატარა კაცუნები, ქაღალდები, ნაჭრები, - ააშენონ საბავშვო ბაღი და მოაწყონ.
საღამოს წრე
- ჰკითხეთ, რომელი საქმიანობა მოეწონათ დღეს?
- თავად რომ იყვნენ დიდები, რად იმუშავებდნენ ბაღში?
იხილეთ ასევე:
„არ მიიყვანოთ ბავშვი ასეთ ბაღში“ - „ველური მეთოდები“ და პროგრამაში გაწერილი რჩევები
როგორი წიგნები უნდა წაუკითხოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს - ჩამონათვალი
აღმზრდელს შეუძლია ბავშვს გადაუღოს ვიდეო და ამის მიხედვით აწარმოოს დაკვირვება მასზეც და საკუთარ თავზეც