„როდესაც ბავშვების ნამუშევრები გულდასმით და მიმზიდველადაა დოკუმენტირებული, ბავშვები ხედავენ, რომ მათი ძალისხმევა, მიზნები და იდეები მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილ აღმზრდელის სახელმძღვანელოში.
ამ მხრივ, ყველაზე ხშირად გამოყენებულ ეფექტურ მეთოდებს კი წარმოადგენს ბავშვების პორტფოლიო და გამოფენები.
გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოაწყოს ბაღის აღმზრდელმა ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა:
გამოფენებზე შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც ბავშვის საქმიანობის პროცესის ამსახველი მასალა, ისე საბოლოო პროდუქტი - ნამუშევარი. მათი გამოფენა შესაძლებელია კედლებზე, ფანჯრებზე, მაგიდებზე, საგამოფენო დაფებზე, რაფებზე და ა.შ.
მიმდინარე პროექტების გამოფენა შეიძლება გახდეს უწყვეტი კვლევისა და დიალოგის საფუძველი ბავშვებს, აღმზრდელებსა და ოჯახებს შორის. ფოტოების, ნამუშევრების, ტექსტების გამოფენა სწავლის პროცესს ვიზუალურად თვალსაჩინოდ ხდის როგორც პროცესის უშუალო მონაწილეებისთვის, ისე სხვა პირებისთვის.
იმისათვის, რომ გამოფენებმა სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აღმზრდელმა მომზადებისას საკუთარ თავს უნდა დაუსვას რამდენიმე შეკითხვა:
გამოფენის შინაარსის მნიშვნელობის წინ წამოწევასთან ერთად, აღმზრდელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დიზაინსა და ხარისხს, რათა ხელი შეუწყონ ბავშვების ესთეტიკურ განვითარებას და უფრო ნათლად გადასცენ სათქმელი ოჯახის წევრებსა და სხვა სტუმრებს.
გამოფენა შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, ნამუშევრების ნიმუშებს, აღწერილობებს, ჩაწერილ დიალოგებსა და სხვა რესურსებს.
გამოფენების ადგილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კარგად მოხერხდება მათი გამოყენება.
იდეალურ შემთხვევაში, საგამოფენო სტენდები ან თაროები და ა.შ. ბავშვების ნამუშევრებს ლამაზად, ცხადად და მარტივად აღბეჭდავს. ამის მიღწვაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:
„გამოფენები წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ბავშვების საქმიანობების დემონსტრირების ერთ-ერთ საშუალებას. ამ გზით მშობლები იღებენ ინფორმაციას მათი შვილების საქმიანობისა და განვითარების შესახებ. მათ ამასთანავე ეძლევათ საშუალება, რომ ხელი შეუწყონ დოკუმენტირების მნიშვნელობის გაზრდას თავიანთი მოსაზრებების გაზიარებით. ხშირად მშობლები აღმზრდელებს აწვდიან ისეთ იდეებს, რომლებზედაც მათ თავად არ უფიქრიათ. მიმდინარე პროექტის დოკუმენტირების დათვალიერებამ შობლებს ეხმარება ასევე იმაში, რომ უფრო ინტენსიურად ჩაერთონ სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფის საქმიანობებში“, - წერია აღმზრდელის წიგნში.
იხილეთ ასევე:
„არ მიიყვანოთ ბავშვი ასეთ ბაღში“ - „ველური მეთოდები“ და პროგრამაში გაწერილი რჩევები