დღის თემა
etaloni.ge
6 ტერმინი, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგის დროს სჭირდებათ
24.03.2023

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულში“, რომლის მიზანი აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება, მოცემულია იმ ტერმინთა განმარტება, რომელიც ამ ტრენინგის გავლის დროს უნდა იცოდნენ.

ტერმინთა განმარტება

ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების  სავალდებულო ეტაპს;

საკონტაქტო საათი – სააუდიტორო მეცადინეობებისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა;

არასაკონტაქტო საათი – ტრენინგ-მოდულის განხორციელების პროცესში მონაწილის  დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას, საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას;

ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება;

ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში და წარმოადგენს აღმზრდელ-პედაგოგად დასაქმების აუცილებელ პირობას;

ტრენერი – პირი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენერთა ტრენინგი.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა წარმოადგინოს აღმზრდელმა ტრენინგ-მოდულზე პრეზენტაცია და რა შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ ქულას

18 ტერმინი და მათი განმარტება საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი