დღის თემა
etaloni.ge
დღის თემატური აქტივობები საბავშვო ბაღში - განრიგი და მიზანი
19.03.2023

თბილისის 44-ე ბაგა-ბაღი „ბეღურები“ თითოეული დღის თემატური აქტივობების მიმდინარეობას აქვეყნებს.

დღევანდელი დღე, 20 მარტი, საბავშვო ბაღში ასეა გაწერილი:

დღის თემატური აქტივობების მიმდინარეობა

თემა: მწერები

ქვეთემა: ჭიამაიები

მოძრავი თამაში

აქტივობა მიმდინარეობს დიდ ჯგუფთან. ვესალმებით ერთმანეთს, მზეს, ყვავილებს, ჩიტებსა და პეპლებს, წვიმის წვეთებს... ვაკეთებთ წრეს და მუსიკის თანხლებით ვასრულებთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს.

დილის შეხვედრა

ვსაუბრობთ ამინდზე. ამინდის ჯიბაკში ვათავსებთ დღის შესაბამის ამინდის სიმბოლოს.

ვსაუბრობთ ჭიამაიებზე, მათ შეფერილობაზე და სარგებლობაზე. დღის სიტყვებს წარმოვთქვამთ ტაშით.

ხელოვნება

აქტივობა მიმდინარეობს ორ დიდ ჯგუფთან

ვაკეთებთ აპლიკაციას ,,ჭიამაია“;

ქვებს ვღებავთ წითლად და  ვუკეთებთ კოპლებს.

სამაგიდო

ვპოულობთ სხვადასხვა მწერის ჩრდილებს და ვადებთ ერთმანეთს.

მოძრავი თამაში

ვთამაშობთ წესებიან თამაშს ,,ჭიამაიამ თქვა“.

წიგნის დრო

ვკითხულობთ და ვათვალიერებთ წიგნებს, ავღწერთ ნანახსა და მოსმენილს.

ეზოს თამაშები

ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ვთამაშობთ ბურთით, ქვიშაში შევდივართ  სათამაშო მოედანზე.

ჩანართი: ეზოში გასვლამდე ვიყენებთ ეზოს აქტივობების ვიზუალურ ბარათს; გასვლის წინ ვატრიალებთ ნახატს: ,,ეზოში ვართ“.

საღამოს შეხვედრა

ვსხდებით ერთად და ვსაუბრობთ დღის ამბებზე. რა და როგორ გავაკეთეთ, რაზე ვისაუბრეთ. ვსაუბრობთ ნამუშევრებზე.

სახლში წასვლის დროც მოდის...

დღის მიზანი: ინფორმაციული გარემოს შექმნა/კვლევა და აღმოჩენა.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს, პირველ რიგში, დღის განრიგი უნდა გააცნოს - ახალი სტანდარტის დეტალები

საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი