სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის კულინარიულ აქტივობებში ჩართვა მნიშვნელოვანია. ამიტომაც, მოიმარაგეთ სამზარეულოს ისეთი ინვენტარი, რომლის გამოყენებაც უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის. მაგალითად, უსაფრთხო დანა მომრგვალებული პირით, პლასტმასის სახეხი, საჭრელი დაფა, საშუალო ზომის სათქვეფელა, გასაბრტყელებელი ჯოხი... სამზარეულოში სამუშაოდ შეუკერეთ საგანგებო წინსაფარი და შეუდექით საქმეს.
10 დადებითი მხარე, რაც საბავშვო ბაღში ჩატარებულ გემრიელ აქტივობას მოაქვს
შეგიძლიათ, პატარებისთვის სასარგებლო და პროდუქტების გამოყენებით სალათი „გოგონა“ დაამზადოთ.
საჭირო მასალა:
სალათის ფურცელი, მოხარშული კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო, 1 ს/კ. ზეთი, ოხრახუშის ღერები ან გრძლად დაჭრილი კიტრო, გახეხილი ყველი, ქიშმიში, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
სალათის ფურცელი კარგად გარეცხეთ და დაწურეთ. შემდეგ მოაჭერით ღერო - დაგჭირდებათ მხოლოდ ფურცლის ფოთლოვანი მხარე.
გაშლილ თეფშზე მოათავსეთ სალათის ერთი ფურცელი, რაც გოგონას ქვედაკაბა იქნება. წვრილ სახეხზე გახეხეთ ჯერ მოხარშული კარტოფილი და ყველი, ხოლო შემდეგ - სტაფილო და ჭარხალი.
სტაფილოსა და ჭარხალს მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი. მიღებული მასა მოათავსეთ სალათის ფურცელთან ისე, რომ მიიღოთ გოგონას ტანი. გოგონას თავისთვის გამოიყენეთ კარტოფილისა და ყველის მასა. თმების მაგივრად გაუკეთეთ ოხრახუშის ფოთლები ან გახეხილი სტაფილო. ხელებისა და ფეხებისთვის გამოიყენეთ ოხრახუშის ღეროები ან გრძლად დაჭრილი კიტრის ნაჭრები. პირი გაუკეთეთ ჭარხლის ნაჭრით, ხოლო თვალები — ქიშმიშით.
იხილეთ ასევე: