თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მუსიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომლის თემაც იყო „განმავითარებელი სიმღერა-თამაშების გამოყენება მუსიკის საგაკვეთილო პროცესში ინკლუზიურ ჯგუფებთან“.
ტრენინგში თბილისის მასშტაბით საპილოტედ შერჩეული 32 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი მონაწილეობდა.
ტრენინგის მონაწილეებმა მუსიკით სწავლების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ინფორმაცია და უნარ-ჩვევები სანოტო კრებულის „ქართული სიმღერა-თამაშები“ ბაზაზე მიიღეს.
როგორც მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“ იტყობინება, ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ:
ტრენინგს მუსიკათერაპევტი, ფისქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი უძღვებოდა.
„დიდი ინტერესი და პოზიტიური შეფასება მივიღეთ მუსიკის მასწავლებლებისგან, რაც სტიმულს გვაძლევს კვლავ განვახორციელოთ მსგავსი ტრენინგები და პროექტები თბილისისა და საქართველოს მასშტაბით“, - აცხდებს მუსიკათერაპიის ცენტრი.
იხილეთ ასევე:
მუსიკა საბავშვო ბაღში - მოიწვიეთ მუსიკოსი, გამოიყენეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თხრობის გასახალისებლად