დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც კომპიუტერის სკოლამდელ ასაკში გამოყენებას მოაქვს
სკოლამდელი ასაკის ბევრი ბავშვისთვის დრეს კომპიუტერის გამოყენება საყვარელ საქმიანობად იქცა. ისინი ზრდასრულებზე სწრაფად და ადვილად სწავლობენ მის გამოყენებას.
სპეციალისტების აზრით სკოლამდელი ასაკის ბავშვების მიერ ნებისმიერი ეკრანის, ტელევიზორის თუ კომპიუტერის, ყურება დღეში მაქსიმუმ 2 საათს არ უნდა აჭარბებდეს.
ადრეულ ასაკში კომპიუტერის გამოყენებასაც დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ამ სტატიაში ორივე მხარეს განვიხილავთ.
კომპიუტერის დადებითი მხარეები:
- სხვადასხვა ვებ-გვერდის საშუალებით ბავშვებს თქვენი დახმარებით შეუძლიათ უამრავ მათთვის საინტერესო მასალას გაეცნონ. მაგალითად, დაათვალიერონ საყვარელი ცხოველების სურათები და ა.შ.;
- სხვა ბავშვებთან ერთად კომპიუტერული თამაშებისას, ბავშვები სწავლობენ რიგითობის და წესების დაცვას, თანამშრომლობას, ემოციების ურთიერთგაზიარებას;
- ასაკობრივად შესაბამისი ბევრი თამაში ხელს უწყობს აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
- კომპიუტერის „თაგვის“ გამოყენებით ბავშვებს უვითარდებათ ნატიფი მოტორიკა და სივრცული ორიენტაცია.
კომპიუტერის უარყოფითი მხარეები:
- კომპიუტერით თამაშის დროს ბავშვი არ არის ფიზიკურად აქტიური;
- როდესაც ბავშვი კომპიუტერით მარტო თამაშობს, მას არ უვითარდება სოციალური უნარები. ამიტომ შეეცადეთ, კოპიუტერული თამაშები სხვა ბავშვებთან ერთად ათამაშოთ;
- ყურადღება უნდა მიექცეს თამაშებს, რომლებსაც ბავშვი თამაშობს. მათი შინაარსი არ უნდა ატარებდეს აგრესიულ, ძალადობრივ ხასიათს. აუცილებელია, თვალი ადევნოთ ბავშვს, როდესაც ის კომპიუტერით სარგებლობს. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ყოველთვის იცოდეთ, რას აკეთებს ბავშვი, რა ტიპის თამაშებით ერთობა, რა დროს უთმობს კომპიუტერით სარგებლობას, რამდენად დამოკიდებულია მასზე და ა.შ.
ასევე იხილეთ:
„შევხედოთ ბავშვის ქცევას, როგორც მისი ემოციებისა და საჭიროებების ფანჯარას“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები აღმზრდელებს
ბავშვებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო - „არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი ხართ“