დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის ოთხი ნაწილი - განათლება, მახასიათებლები, გარემო და თვითგანვითარება
17.03.2023

დღეს მოქმედი აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი 4 ნაწილისგან შედგება:

1. აღმზრდელ-პედაგოგის განათლება

2. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები

3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი

4. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება.

აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის.

აღმზრდელ-პედაგოგის განათლების ნაწილში განსაზღვრულია სწავლის სფეროები, აკადემიური ხარისხები და სამუშაო გამოცდილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დასაწყებად.

რა განათლება უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელად დასაქმდეთ

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლების ნაწილში განსაზღვრულია აღმზრდელ-პედაგოგის დარგობრივი ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და პროფესიული ეთიკა, რათა შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კარგად დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება.

რა პროფესიული მახასიათებლები უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად დასაქმდეთ

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესის ნაწილში განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ბავშვთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლებისა და თვითგანვითარების ნაწილი განსაზღვრავს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მიმართულებებს: საკუთარი პროფესიული განვითარებით დაინტერესება, თანამშრომლობა კოლეგებსა და დარგის სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარების, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისათვის და სხვა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განათლებისა და თვითგანვითარების მეთოდები

იხილეთ ასევე

8 დავალება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მისაღებად

როგორ უნდა წარმოადგინოს აღმზრდელმა ტრენინგ-მოდულზე პრეზენტაცია და რა შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ ქულას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი