იანუშ კორჩაკი, იგივე ჰენრიხ გოლდშმიტი, რომელმაც მშობლებისთვის ფაქტობრივად 10 მცნება შექმნა, ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი-პედიატრი, მასწვლებელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ.
ის ვარშავაში, ინტელიგენტი, ასიმილირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა და თავი ბავშვებს მიუძღვნა. კაცი, რომელიც ზღაპრებიდან გამოსულ კეთილ ჯადოქარს ჰგავდა, 25 წელი მისივე შექმნილ უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და პატარებს შემოწირულობებით ინახავდა.
ცნობილი „კეთილი ჯადოქარი“ კითხულობდა ლექციებს პედაგოგიკაზე, გამოდიოდა რადიოთი, რედაქტოროდა პედაგოგუირ ლიტერატურას, იყო ექსპერტი მცირეწლოვან დამნაშავეთა გასამართლებისას, წერდა ბაშვებზე და ბავშვებისათვის.
1940 წელს ობოლთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად ვარშავის გეტოში გადაიყვანეს სხვა უამრავ ებრაელტან ერთად. ლეგენდადებად გავრცელდა ამბები, შიმშილითა და ავადმყოფობით სავსე საკონცენტრაციო ბანაკებში როგორ გმირულად შოულობდა პატარებისთვის საკვებსა და მედიკამენტებს.
1942 წელს, როცა ფაშისტებს 200 ებრაელი ბავშვი გადაჰყავდათ გაზის კამერებში, იანუშ კორჩაკიც მათთან ერთად იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიწყალეს. როდესაც მისმა მეგობარმა გეტოდან გათავისუფლების საშვი მიაწოდა, კორჩაკმა გადაწყვიტა, ბავშვებს, იგივე „ცოცხალ წმინდანებს“ გვერდიდან არ მოშორებოდა და მეგობარს ჰკითხა: „შენ მიატოვებდი შენს შვილს ავადმყოფობასა და უბედურებაში? აქ ჩემი 200 შვილია, როგორ მივატოვო ან როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ?!“ გადაწყვიტა, ბავშვებს არ გაეგოთ, სად მიჰყავდათ და საზეიმო განწყობა შექმნა. მათ უთხრა, რომ გასართობად მიდიოდნენ და სიმღერით შეუძღვა გაზის კამერებში ისე, რომ პატარებმა ვერც კი გააცნობიერეს, რა საფრთხე ემუქრებოდათ.
გთავაზობთ, იანუშ კორჩაკის 10 მცნებას მშობლებისთვის:
იხილეთ ასევე:
მილიარდერი, რომელმაც ბედნიერება პატარების დახმარებაში იპოვა
„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ