საბავშვო ბაღებში აღმზრდელები პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს გადიან
15.03.2023
ბათუმის ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში აღმზრდელები პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს გადიან. ტრენინგი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს და წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ფილიალთან თანამშრომლობით ტარდება.
სასწავლო კურსი იმ ცოდნის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბავშვთან კონტაქტში მყოფი პერსონალისთვის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდეა აუცილებელი, მათ შორის, არის ტრავმა, სისხლდენა, გონების დაკარგვა, ხელოვნური სუნთქვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები.