დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის 150 აღმზრდელს სერტიფიკატი და თანამედროვე პროგრამის დანერგვისთვის საჭირო სამუშაო მასალა გადაეცემა
15.03.2023

ქუთაისის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში პროგრამა „ჰარტის“ დანერგვა და აღმზრდელთა გადამზადება დაიწყო.

ჰარტი ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგიაა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

„პროგრამის ეფექტიანობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით დადასტურებულია. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისათვის“, - იტყობინება ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება.

რას მოიცავს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლითაც საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში 37 საბავშვო ბაღი და 7 050 აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწეა. თითოეულ ტრენინგს, რომელსაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „Save the Children“ ატარებს, 20 აღმზრდელი ესწრება. სულ კი 150 აღმზრდელის გადამზადება ინერგება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, აღმზრდელებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პროგრამის დანერგვისათვის საჭირო სამუშაო მასალა გადაეცემათ.

იხილეთ ასევე:

12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელ-პედაგოგი საბავშვო ბაღში აქტივობის განხორციელებისას - რეკომენდაციები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი