დღის თემა
etaloni.ge
პორტფოლიოს 3 დავალება აღმზრდელ-პედაგოგებისთვის - რას უნდა გაართვას თავი ტრენინგის მონაწილემ
14.03.2023

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის გავლისას, მონაწილეთა შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ „მონაწილის პორტფოლიო“.

ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა

დოკუმენტის მიხედვით, მონაწილის პორტფოლიო მოიცავს სამ დავალებას, რომელიც ტრენინგის განმავლობაში სრულდება. პორტფოლიოს მინიმალური ზღვარი შეადგენს 24 ქულას, თუმცა მონაწილის მიერ სამივე დავალების შესრულება აუცილებელი პირობაა.

პორტფოლიოს დავალებები და მათი აღწერა:

პორტფოლიოს დავალება N1 - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში მიმდინარე პროცესის დაკავშირება პროგრამის ხარისხის სტანდარტთან - 10 ქულა

ტრენერი მონაწილეებს უგზავნის საბავშვო ბაღებში გაკეთებულ დაკვირვების ჩანაწერებს. მონაწილეებმა აღწერილი ინფორმაცია უნდა დააკავშირონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის  ხარისხის სტანდარტის“ შესაბამის სტანდარტებთან და ინდიკატორებთან, რომელიც მოცემულია დავალების ცხრილში. მომზადებულ დავალებას მონაწილეები ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში და შემდეგი სესიისთვის ამზადებენ დავალების მოკლე პრეზენტაციას. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას, რომელიც ფასდება დავალებისგან დამოუკიდებლად,  შეფასების რუბრიკაში „პრეზენტაცია“ წარმოდგენილი კრიტერიუმებით.

პორტფოლიოს დავალება N2 - ბავშვზე  დაკვირვების ვიდეოს ანალიზი

ტრენერი მონაწილეებს უგზავნის ბავშვზე დაკვირვების ვიდეოებს. თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობს დავალებაზე. დაკვირვების ჩანაწერის ბოლოს მონაწილეები აკეთებენ შეჯამებას - რა უნარებზე იძლევა ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერი ინფორმაციას. მონაწილეებმა შეჯამების ნაწილში ბავშვზე დაკვირვების მონაცემი უნდა დააკავშირონ ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებთან. დავალება განათავსონ პორტფოლიოში და ასევე პრეზენტაციის ფორმით წარმოადგინონ მე-14 სესიაზე. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას, რომელიც ფასდება დავალებისგან დამოუკიდებლად, შეფასების რუბრიკაში „პრეზენტაცია“ წარმოდგენილი კრიტერიუმებით.

პორტფოლიოს დავალება N3 - სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების იდენტიფიცირება

მონაწილეებს ეძლევათ ბაღში მიმდინარე პროცესის აღწერა, სადაც ჩანს აღმზრდელის მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი სწავლა-სწავლების სტრატეგიები. მონაწილეები ეცნობიან ჩანაწერს და ახდენენ მათ მიერ ტრენინგის დროს შემუშავებული სტრატეგიების კითხვართან დაკავშირებას. მონაწილეები შესრულებულ დავალებას განათავსებენ ელექტრონულ პორტფოლიოში და ასევე ზეპირი ფორმით წარმოადგინენ 33-ე სესიაზე. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას, რომელიც ფასდება დავალებისგან დამოუკიდებლად,  შეფასების რუბრიკაში „პრეზენტაცია“ წარმოდგენილი კრიტერიუმებით.

პორტფოლიოს დავალებების შეფასების კრიტერიუმები:

პორტფოლიოს დავალება N1 -  ტექსტში მოცემულია  სტანდარტები/ინდიკატორები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის  ხარისხის სტანდარტიდან’’, რომელიც მონაწილემ უნდა ამოიცნოს. თითოეული სტანდარტის/ინდიკატორის ამოცნობა ფასდება ერთი ქულით.

პორტფოლიოს დავალება N2 - ბავშვზე დაკვირვების ვიდეოს ანალიზი ფასდება 20 ქულით. შეფასების კომპონენტი იყოფა ორ ნაწილად: ჩანაწერების ობიექტურობა - 8 ქულა, ჩანაწერების კავშირი სტანდარტთან -12 ქულა.

ჩანაწერების ობიექტურობა:

8 ქულა - დაკვირვების ჩანაწერი მკაფიო და კონკრეტულია - აღწერს ბავშვის ქცევას, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს და ა.შ.  დაკვირვების ჩანაწერი სრულად იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების სფეროს  კატეგორიების, ინდიკატორების შესახებ დასკვნის გამოტანის საშუალებას. 

6-7  ქულა - დაკვირვების ჩანაწერი მკაფიო  და კონკრეტულია - აღწერს ბავშვის ქცევას, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს და ა.შ., ზოგ შემთხვევაში წარმოდგენილია ინტერპრეტაცია და არა აღწერა. დაკვირვების ჩანაწერი ნაწილობრივ იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების სფეროს  შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. 

3-5 ქულა - დაკვირვების ჩანაწერი ზოგადია, ზოგ შემთხვევაში წარმოდგენილია ინტერპრეტაცია და არა აღწერა. დაკვირვების ჩანაწერი ნაწილობრივ იძლევა  ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების სფეროს  შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. 

0-2 ქულა - დაკვირვების ჩანაწერი ძალზედ მწირი და  ზოგადია. ნაკლებად იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის  განვითარების სფეროს  შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.

ჩანაწერების კავშირი სტანდარტთან:

11-12 ქულა - კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და  ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ  განვითარების სფეროს, კატეგორიას შორის სრულად რელევანტურია. 

8 -10  ქულა - კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და  ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს, კატეგორიას შორის რელევანტური, მაგრამ არასრულია.

6-7 ქულა - კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და  ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს, კატეგორიას შორის ნაწილობრივ რელევანტური ან არასრულია.

3-5 ქულა - ¬დაკვირვების ჩანაწერი არ არის დაკავშირებული ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების კონკრეტულ სფეროებთან, კატეგორიებთან. 

0-2  ქულა - კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და  ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს კატეგორიას შორის არარელევანტურია ან საერთოდ არ არის მითითებული.

პორტფოლიოს დავალება N3 - სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების იდენტიფიცირება -10 ქულა.

ტექსტში მოცემულია სწავლა-სწავლების სტრატეგიები, რომელიც მონაწილემ უნდა ამოიცნოს. თითოეული  სტრატეგიის იდენტიფიცირება  ფასდება ერთი ქულით.

იხილეთ ასევე:

8 დავალება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მისაღებად

საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი