საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის გავლისას, მონაწილეთა შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ „მონაწილის აქტიურობა ტრენინგზე“.
ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა
ამ კომპონენტის დასაკმაყოფილებლად, ტრენინგის მონაწილემ 8 წერილობითი დავალება და რეფლექსური ჩანაწერები უნდა გააკეთოს.
მონაწილემ რეფლექსური ჩანაწერები სესიის დასრულებიდან მაქსიმუმ 24 საათში უნდა გაუგზავნოს ტრენერს. ტრენერი თვალს ადევნებს დავალებებისა და რეფლექსური ჩანაწერების ატვირთვას, კერძოდ, მათ რაოდენობას, ატვირთვის დროსა და შინაარსს. რეფლექსური ჩანაწერების რაოდენობა დამოკიდებულია ტრენინგის ჩატარების განრიგზე, კერძოდ, 33 შეხვედრის შემთხვევაში მონაწილე აკეთებს 25 ჩანაწერს, ხოლო 17 შეხვედრის შემთხვევაში 9 ჩანაწერს. ჩანაწერი სასურველია იყოს word-ის ფაილის სახით.
რა სახის არის აქტიურობის დავალებები და რა შემთხვევაში მიიღებთ დამაკმაყოფილებელ ქულას, ეს მომზადებულ დოკუმენტშია გაწერილი.
აქტიურობის დავალებები
დავალება N1: მონაწილეებს ეძლევათ საკითხავად შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესავალი; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; ბავშვის უფლებათა კონვენცია.
ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გაიაზრონ დოკუმენტები შემდეგი საკითხების ჭრილში: რას არეგულირებს დოკუმენტი, რა საკითხები და თემებია განსაზღვრული, როგორ ხედავს ბავშვს და განვითარების პროცესს და რა ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება დოკუმენტი;
დავალება N2: მონაწილეები სამუშაო რვეულში აღწერილ სიტუაციებს გაანალიზებენ ბავშვის უფლებების კონტექსტში, რათა გამოკვეთონ ბავშვის „საუკეთესო ინტერესები“. დავალებას ათავსებენ პორტფოლიოში;
დავალება N3: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან’’ მიმართულება - „უსაფრთხოება და დაცულობა“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ.
მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით. დავალება განათავსონ პორტფოლიოში;
დავალება N4: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან’’ მიმართულება - „კურიკულუმი და მეთოდოლოგია“ სტანდარტები 1, 2, 3 და 4. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით. დავალებას ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში;
დავალება N5: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან’’ მიმართულება „ურთიერთობა“ და „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტიდან’“ თავი „სოციალური გარემო“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. ჩამოწერონ პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით. მონაწილეები დავალებას ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში;
დავალება N6: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან’’ მიმართულება - „საგანმანათლებლო პროცესი“ და ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტიდან“ თავი „ეფექტური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით;
დავალება N7: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან’’ მიმართულება „ინკლუზიური განათლება“ და ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტიდან“ აგრეთვე თავი „ინკლუზიური განათლება“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით;
დავალება N8: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს: რა ვიცოდი ტრენინგზე მოსვლამდე? რა აღმოვაჩინე? რა მინდა შევძლო? მონაწილეები აღნიშნულ დავალებას ტრენინგის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 დღეში ათავსებენ ელექტრონულ პორტფოლიოში.
აქტიურობის შეფასების კრიტერიუმები:
აქტიურობის დავალება N1-N8:
დავალება დროულად არის გადმოგზავნილი, ინსტრუქციის შესაბამისია, ტექსტი არგუმენტირებულია - 2 ქულა;
დავალება დროულად არის გადმოგზავნილი, ინსტრუქციას ნაწილობრივ შეესაბამება ან დაუსაბუთებელია - 1 ქულა;
დავალება არ არის დროულად ჩაბარებული ან არ შეესაბამება ინსტრუქციას - 0 ქულა.
რეფლექსია
რეფლექსიის 60% დროულად არის გადმოგზავნილი და ჩანაწერები რეფლექსურია - 3 - 4 ქულა;
რეფლექსიის 60% დროულად არის გადმოგზავნილი, ჩანაწერების 60% რეფლექსურია 1- 2 ქულა;
რეფლექსია არ არის დროულად ჩაბარებული, არ არის რეფლექსური - 0 ქულა.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულებების 4 დარგის სპეციალისტთა შერჩევა 15 მაისამდე უნდა მოხდეს