ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან დაკავშირებით, განსხვავებული სიახლეებია. skolamdelebi.ge გაგაცნობთ ამ ახალ ამბებს.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ბაგა-ბაღების მენეჯერებს ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის, - „არა ფემიციდის“ ფარგლებში, რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანიშნულების პრევენციაა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ტენდერის საფუძველზე საბავშვო ბაღების სამზარეულოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების, ჰასპის სისტემის ეფექტურად დანერგვის მიზნით შეიძინა აღსაზრდელთა პროდუქტების შესანახი საწყობებისთვის მაცივრები, დახლ-მაცივარი, ჭურჭლის სამრეცხაოებისათვის - წყლის ელექტრო გამათბობლები, სამზარეულოებისთვის - კედლის ელექტრონული გამწოვები, ხორცსაკეპი მანქანები და საცხობი ღუმელები. ასევე, სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფებისათვის დამატებით შეიძინეს ელექტრო გამათბობელები.
გურჯაანში სახალხო დამცველის აპარატის თბილისის და კახეთის ოფისის წარმომადგენლები სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრის თემას წარმოადგენდა შშმ და სსმ აღსაზრდელთა ჩართულობა და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, თუ რა წინააღმდეგობები არსებობს ამ კუთხით. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად ასევე განიხილეს ბავშვთა უსაფრთხოება და დაცულობა.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მონიტორინგის მიზნით, მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საბავშვო ბაღების მშენებლობები დაათვალიერა.
„წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. მნიშვნელოვანია, რომ 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული“, - თქვა მერმა პრესასთან.
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული მუსიკის მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩატარდა, რომლის თემაც იყო „მუსიკის სწავლების სტრატეგიები სკოლამდელ დაწესებულებაში“.
„ტრენინგზე მიღებული ცოდნა-გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუსიკის სწავლა-სწავლების ხარისხი, რაც დადებითად აისახება აღსაზრდელებზე“, - იტყობინება სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაცია.
ზუგდიდში მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული მიმდინარეობს, რომელსაც საბავშვო ბაღის 25 აღმზრდელი ესწრება.
დუშეთის საბავშვო ბაღებს სკოლმდელი აღზრდის ცენტრის ახალად დანიშნული ექიმი, ქეთევან არეშიძე ესტუმრა, ფილიალებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შეამოწმა და საჭირო კონსულტაცია გასწია HACCPI-ს სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, მზარეულებთან, ძიძებთან და სხვა თანამშრომლებთან.
იხილეთ ასევე:
ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა