დღის თემა
etaloni.ge
ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა
13.03.2023

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულები ტარდება.

დოკუმენტის მიხედვით, ტრენინგ-მოდული შედგება 33  სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა კი 2 საათია. ტრენინგ-მოდული ჯამში მოიცავს 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათს და ჯამური საკონტაქტო საათების დაცვა სავალდებულოა. თითოეულ ტრენინგს კი 25 პირი უნდა ესწრებოდეს.

ტრენინგ-მოდულში განსაზღვრულია: თემები, თითოეული თემის მიზანი, თემის შესაბამისი აქტივობები, თემის განხორციელებისთვის საჭირო დრო, რესურსების ჩამონათვალი, მონაწილის შეფასების სისტემა.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა შეუძლიათ მათ:

1. ვინც ფლობენ სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში და აქვთ აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება;

2. ვისაც აქვთ ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;

3. ვინც არიან მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგები და ფლობენ უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას;

4. ვინც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/მეთოდისტად;

5. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველ თუ დასაქმებულ პირებს, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;

6. პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრების სკოლამდელი განათლების სპეციალისტის პოზიციაზე;

7. პირებს, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით, ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულზე.

აღმზრდელ-პედაგოგის ტრენინგ-მოდულის გავლა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის აუცილებელი პირობაა.

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, აღნიშნული ტრენინგ-მოდული ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. ზოგ რეგიონში ის უკვე მიმდინარეობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოები საბავშვო ბაღებს კონკრეტული რაოდენობის აღმზრდელების გადამზადებას სთავაზობენ. საბავშვო ბაღი კი თავად წყვეტს, ჯერ რომელმა თანამშრომელმა უნდა გაიაროს აღნიშნული ტრენინგი.

საბოლოოდ, საბავშვო ბაღების ამჟამინდელი ყველა თანამშრომლის გადამზადება მოხდება. სისტემაში დასარჩენად, ანუ ტრენინგის წარმატებით გასავლელად, მონაწილემ უნდა დააგროვოს 60  ქულა ისე, რომ  შეფასების თითოეულ კომპონენტში გადალახოს მაქსიმალური შეფასების 60%-იანი ზღვარი.

ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. მონაწილეთა შეფასება კი ხდება ოთხი კომპონენტის მიხედვით:

1.მონაწილის აქტიურობა ტრენინგზე - მაქსიმალური შეფასება 20 ქულა;

2. მონაწილის პორტფოლიო - მაქსიმალური შეფასება 40 ქულა;

3. პრეზენტაცია - მაქსიმალური შეფასება 20 ქულა;

4. ტესტი, შემთხვევების ანალიზი – მაქსიმალური შეფასება 20 ქულა.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელს, რომელმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარა, ბაღში სამაგიდო წიგნს უმალავენ და უსიტყვო მორჩილებას სთხოვენ

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი