ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი არიან და ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ სამყაროს შესახებ. მათ აინტერსებთ, როგორ იზრდებიან ყვავილები, რატომ იცვლება ამინდი, რატომ აქვთ თევზებს ფარფლი და ა.შ. ამ მეცნიერული ძიების პროცესში მათ უფროსები უნდა დაეხმარონ, ოღონდ პირდაპირი პასუხების ნაცვლად მათ კითხვებს ეცადეთ ექსპერიმენტებით უპასუხოთ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი მშობლისა და აღმზრდელის სახელმძღვანელოს მიხედვით, შეგიძლიათ, ბავშვებთან ერთად ბუნებაში გაისეირნოთ, ჭიანჭველების ბუდე ანახოთ და მათ ცხოვრებაზე მოუყვეთ. ჭიანჭვცელების ამბების შესახებ აქტივობაც შეგიძლიათ ჩაატაროთ.
ამ აქტივობის ჩასატარებლად დაგჭირდებათ:
აქტივობის განხორციელება:
ქილა სანახევროდ გაავსეთ მიწით. ბავშვთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში ჭიანჭველების ბუდის საძებნელად. ერთად დააკვირდით, როგორ მიაქვთ ჭიანჭველებს საჭმელი. პატარა ნიჩბით ამოიღეთ მიწის პატარა ნაწილი ბუდიდან და მოათავსეთ ქილაში. შემოახვიეთ მუქი ფერის ქაღალდი, რომ ჭიანჭველები სიღრმეში ჩავიდნენ. დაადეთ მიწას სველი ბამბა, რომელიც უზრუნველყოფს ჭიანჭველებს საჭირო წყლით. მოუყევით ბავშვებს ჭიანჭველების ცხოვრების შესახებ - რას ჭამენ, როგორ დებენ და უვლიან კვერცხებს, როგორ მუშაობენ. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჭიანჭველებს შეიძლება ჩაუყაროთ პურის ნამცეცები, ბავშვი დააკვირდება ჭიანჭველებს გამჭვირვალე ქილის კედლებიდან. ჭიანჭველების გაჩერება ასეთ პირობებში შესაძლებელია ორისამი კვირის განმავლობაში. შემდეგ კი ბავშვთან ერთად დააბრუნეთ ჭიანჭველა ბუნებრივ გარემოში.
იხილეთ ასევე: