დღის თემა
etaloni.ge
ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება - რა პასუხისმგებლობა აკისრიათ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს
11.03.2023

„ჯანსაღი ჰაერი და ჯანმრთელი ფილტვები“ - ასეა დასათაურებული განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთობლივად მომზადებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოში ქვეთავი, რომლის მიხედვითაც, საბავშვო ბაღის აღმზრდელს აკისრია ვალდებულება, რომ დაეხმაროს ბავშვებს, გაიზარდონ ჯანმრთელები.

აღნიშნული პუბლიკაციის მიხედვით, მოწევა სერიოზული საფრთხეა ბავშვებისათვის და სასკოლო მზაობის პროგრამის ტერიტორიაზე არავის აქვს მოწევის უფლება არც შენობის შიგნით და არც მის გარეთ.

აღმზრდელებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ ბავშვებს, რომ გაიზარდონ ჯანმრთელნი. ამისათვის, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება. აღმზრდელებმა კი უნდა წაახალისონ ბავშვები, რომ არ მოწიონ, როცა გაიზრდებიან.

სასურველია, რომ აღმზრდელები და დაწესებულების მენეჯერები გაესაუბრონ მწეველ მშობლებს პასიური მოწევის საფრთხეებზე მოზარდი ორგანიზმისთვის. იმის მიუხედავად, აპირებენ თუ არა მოწევისთვის თავის დანებებას, მშობლები ვალდებულნია რიან და თითქმის ყველას შეუძლია, დაიცვას საკუთარი შვილების ფილტვები.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი არაჯანსაღი ქცევა მაგალითის მიმცემია საკუთარი შვილებისათვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ ასწავლონ ბავშვებს სიგარეტის მავნებლობის შესახებ, ისევე, როგორც ვასწავლით არაჯანსაღი საკვების შესახებ იმის მიუხედავად, რომ მისი არაჯანსაღი საკვების ნახვა შეიძლება თითქმის ყველა მაღაზიასა და სახლში.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც პასიური მწეველები არიან, სხვებზე უფრო ხშირად ავადმყოფობენ. ბავშვებს ასევე უნდა ავუხსნათ, რომ სიგარეტი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ადამიანს აიძულებს, მოწიოს სულ უფრო და უფრო მეტი, რის გამოც მწეველებს ძალიან უჭირთ სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება. ახსნის დროს არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მწეველები „ცუდი“ ადამიანები არიან, აქცენტი უნდა გადავიტანოთ სიგარეტზე, როგორც „ცუდ“ პროდუქტზე. აღმზრდელმა არ უნდა წაახალისოს ბავშვები და არ უნდა მოელოდეს, რომ ისინი გააკრიტიკებენ თავიანთ მშობლებს სიგარეტის მოწევის გამო ან მოითხოვენ თავიანთ წილ სუფთა ჰაერს - ამაზე პასუხისმგებლები უფროსები არიან. მათ უნდა წაახალისონ ბავშვების მცდელობა, თავი აარიდონ სიგარეტის კვამლით სავსე ადგილას ყოფნას.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება - ახალი სტანდარტი

აღსაზრდელის ბებიამ საბავშვო ბაღში მასტერკლასი ჩაატარა და პატარები სიგელებით დააჯილდოვა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი