სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საბავშვო ბაღის აღმზრდელის გულისტკივილს ახმოვანებს და ამბობს, რომ ტრენინგიდან დაბრუნებულ მოტივირებულ პედაგოგს სააღმზრდელო დაწესებულებაში უსიტყვო მორჩილებას სთხოვენ, აღმზრდელის სამაგიდო წიგნს უმალავენ და დასცინიან:
„მაშინ როცა, ჩვენი დიდი მონდომება, ფინანსები და ძალისხმევა მიმართულია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს და ჩავერთოთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პროექტებში და ა.შ., ამ დროს ხდება ის, რომ ტრენინგიდან დაბრუნებული პედაგოგი, მოტივირებული, ახალი იდეებით დახუნძლული, ცდილობს სასიკეთო ცვლილებები შეიტანოს ბაღში და ამ დროს, მას, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ ხელს უშლიან, აბუჩად იგდებენ, დასცინიან და ელემენტარულად ნივთების გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევენ, აღმზრდელის სამაგიდო წიგნს თავის ოთახში კეტავენ. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ თანამშრომლებისგან. იმედია ამოიცნობთ საკუთარ თავს და გამოასწორებთ სიტუაციას!“
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელის მოვალეობები უფლებების გარეშე - რა წერია აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში