ხალციხის N5 საბავშვო ბაგა-ბაღში ყოველკვირეული აქტივობა „მშობლის საათი'“ ჩატარდა.
აქტივობა ამჯერად ბაღის აღსაზრდელის ბებიამ, ადგილობრივი ნამცხვრისა და პიცის სახლის დირექტორმა, ლალი სამსონიძემ, ჩაატარა.
ბებიამ პატარებს საკონდიტრო ნაწარმის მომზადების წესები გაუზიარა, რის შემდგომაც ნამცხვრები პატარების დახმარებით მოამზადა და მორთო.
ღონისძიების დასასრულს, კონდიტერმა ქალბატონმა ბაღის აღსაზრდელები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ასევე:
მუსიკა საბავშვო ბაღში - მოიწვიეთ მუსიკოსი, გამოიყენეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თხრობის გასახალისებლად
საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება - ახალი სტანდარტი