სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტი, კურიკულუმის ექსპერტი, ექსპერტი კვების დარგში - ეს იმ პოზიციების ჩამონათვალია, რომელთა შესარჩევადაც, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად შერჩეული პირებით ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს.
თითოეულ პოზიციაზე ადგილების რაოდენობა 30-ს შეადგენს.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კურიკულუმისა და კვების დარგში ექსპერტების ფუნქციებში შედის:
ა) შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა ექსპერტთა ჯგუფისთვის;
ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით;
გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობა;
დ) დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში ვიზიტის პერიოდში, ავტორიზაციის განაცხადში ან სხვა წარმოების ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებში/ანგარიშში ასახული მათ კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება:
დ.ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუს ჩატარება;
დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა დადგენილი წესის შესაბამისად;
დ.გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებისთვის გაზიარება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დასკვნის პროექტზე დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;
ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.
რა განათლება და უნარები უნდა გქონდეთ, რის ცოდნა მოგეთხოვებათ, რა პერიოდში და სად უნდა წარადგინოთ განსაზღვრული დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იხილეთ აქ მითითებულ შესაბამის ბმულზე:
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კვების დარგში ექსპერტი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კურიკულუმის ექსპერტი
სამართლებრივი აქტების ცოდნა და უნარების, პიროვნული თვისებების ქონა შემოწმდება კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.
კონკურსის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით კანდიდატს შეუძლია მიმართოს სააპელაციო კომისიას წერილობითი ფორმით, შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი განათლების 150 ექსპერტის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა - დეტალები