დღის თემა
etaloni.ge
„შევხედოთ ბავშვის ქცევას, როგორც მისი ემოციებისა და საჭიროებების ფანჯარას“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები აღმზრდელებს
09.03.2023

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე მშობლებსა და აღმზრდელებს რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს.

როგორ ვიზრუნოთ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე:

  • შევუქმნათ ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო;
  • ვასწავლოთ, როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება;
  • ვაღიაროთ და მივიღოთ ის, როგორც ცალკე პიროვნება;
  • მოვუსმინოთ აქტიურად და მხოლოდ ამის შემდეგ გავუზიაროთ ჩვენი აზრი, რჩევა;
  • წავახალისოთ ორმხრივი კომუნიკაცია, გამოვიყენოთ ღია კითხვები;
  • ყოველთვის ვუთხრათ სიმართლე ასაკობრივად შესაბამისი ფორმით;
  • აღზრდის პროცესში ვიყოთ თანმიმდევრული და შეთანხმებული ოჯახის სხვა წევრებთან;
  • გავუზიაროთ ჩვენი ემოციები და ამავდროულად მივცეთ თავისუფლება მის ემოციებს;
  • დავეხმაროთ, ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა;
  • ერთად გამოვიყენოთ სარელქსაციო სავარჯიშოები;
  • დავაწესოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის საზღვრებს;
  • გამოვყოთ დრო ოჯახის ერთად ყოფნისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის;
  • ეკრანის დრო იყოს ლიმიტირებული ოჯახის ყველა წევრისთვის;
  • ვითამაშოთ ერთად და ხელი შევუწყოთ ბავშვის ინტერესების აღმოჩენას;
  • მივცეთ პატიების როლური მოდელი;
  • შევხედოთ ბავშვის ქცევას, როგორც ფანჯარას მისი ემოციებისა და საჭიროებების;
  • შეფასების პროცესში გავმიჯნოთ ბავშვის ქცევა და პიროვნება;
  • გვჯეროდეს მისი და ვიყოთ მომთმენი;
  • გვიყვარდეს უპირობოდ და ხშირად ჩავეხუტოთ.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მამის როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედის და მხოლოდ ფიზიკური კავშირი საკმარისი არ არის:

„გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის კომპეტენციაა და ხანდახან თავად დედებიც არ აძლევენ მამებს უფრო მეტი ჩართულობის შესაძლებლობას, მოტივაციას. როგორც დედას ასევე მამას ზუსტად ანალოგიურად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა შვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების სრულფასოვან ხარისხზე. მოვლა ფიზიკური ფორმით საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია მამასთან აქტიური კომუნიკაცია და საერთო აქტივობების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ემოციურ კავშირს და ურთიერთობას ჯანსაღს ხდის“.

იხილეთ ასევე:

ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას

„სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი, ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა“ – მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის როლს ირგებენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი