ბათუმის N26 საბავშვო ბაღში, საბავშვო ბაღების გაერთიანების შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სამსახურმა და კატასტროფების მართვის ტრენერმა, გიორგი ბოლქვაძემ, აღმზრდელებს და ადმინისტაციის წევრებს კატასტროფების მართვის საბაზისო ტრენინგი ჩაუტარეს.
„პროექტის მიზანია კატასტროფისათვის მზადყოფნის დონის ამაღლება ინფორმაციაზე, პრაქტიკასა და პროცედურებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, როგორც ბავშვთა, მათ შორის უნარშეზღუდული ბავშვების, ისე აღმზრდელებს და მზრუნველებს შორის. პროექტის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომლი დატრენინგდება“, - იტყობინება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
იხილეთ ასევე:
როგორი პროდუქტები შედის საბავშვო ბაღებში - მახასიათებლები
ბაღის მენეჯერებმა მუნიციპალიტეტს სამზარეულოს ინვენტარის შეძენა მოსთხოვეს