საბავშვო ბაღებში გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი განხორციელდება - ახალი სქემა განათლების სამინისტრომ შეიმუშავა
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებული სკოლამდელი აღზრდის როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებები რეგისტრაციას გაივლიან, უნდა განახორციელონ თვითშეფასება.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაწერილ გეგმაში ნათქვამია, რომ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია:
1. დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან;
2. დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.
დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. დაწესებულების მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს განათლების ხარისხის ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.
განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებსრაც შეეხება აღნიშნული ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელებას, ის განხორციელდება ასევე საბავშვო ბაღების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით.
მონიტორინგის სახეებია გეგმური და არაგეგმური. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით.
ცენტრის ინიციატივით განსახორციელებელი გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის დაწესებულებებს.
ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით განსახორციელებელი
გეგმური მონიტორინგის საფუძველია ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვა, რომელშიც მიეთითება მონიტორინგის გზით დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების ფარგლები, მონიტორინგის განხორციელების პერიოდი და ფორმა.
არაგეგმური მონიტორინგი განხორციელდება ცენტრის ინიციატივით, ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, დაწესებულებების საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.
მონიტორინგის ფორმებია:
1. დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის გამოთხოვა, რა დროსაც ცენტრი უზრუნველყოფს მის განხილვას;
2. ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რა დროსაც დაწესებულებისგან გამოთხოვილ შესაბამის დოკუმენტაციას/ანგარიშს განიხილავს ექსპერტთა ჯგუფი;
3. ექსპერტთა ჯგუფის შექმნა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელება.
თუ მონიტორინგის დროს დაწესებულება არ ითანამშრომლებს ექსპერტებთან ან არ მისცემს ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შესაძლებლობას, შესაფასებელი სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი განათლების 150 ექსპერტის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა - დეტალები
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ცნება, მიზანი და წარსადგენი პროგრამები