„ზღაპრის ქვები“ - ასე ჰქვია აქტივობას, რომელიც განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთობლივად მომზადებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახემძღვანელოშია მოცემული.
მოცემული აქტივობის მიხედვით, ქვების მომზადება-მოხატვა აღმზრდელს შეუძლია დამოუკიდებლად ან ბავშვებთან ერთად, ცალკე აქტივობის სახით, რის შემდეგაც, ქვები თაროებზე უნდა შეინახოს და გამოიყენოს შემოქმედებითი თხრობის დროს.
ქვების მოხატვისთვის უმჯობესია აკრილის საღებავების გამოყენება, თუმცა ღია ფერის ქვების მოხატვა შესაძლებელია გუაშის ან მუდმივი, პერმანენტული მარკერების საშუალებითაც.
„ეს აქტივობა ხელს უწყობს წიგნიერების, მეტყველების, მოსმენის, პრობლემის გადაჭრისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, სტიმულს აძლევს გონებრივ ვარჯიშს. „ზღაპრის ქვების“ გამოყენებით ბავშვებს შეუძლიათ გახდნენ მთხრობელები. ამ აქტივობის ფარგლებში არ არსებობს არასწორი პასუხი. ბავშვები ქმნიან საკუთარ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს ქვებზე დახატული ნახატების მიხედვით და მოუთხრობენ მათ თანატოლებს. ეს იქნება ბავშვების მიერ შექმნილი მინი წარმოდგენა, რომელიც აამაღლებს მათ თავდაჯერებულობას და ხელს შეუწყობს მეტყველების უნარის განვითარებას“, - ახსნილია აღმზრდელის სახელმძღვანელოში.
იხილეთ ასევე:
მუსიკა საბავშვო ბაღში - მოიწვიეთ მუსიკოსი, გამოიყენეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თხრობის გასახალისებლად
ქვიშაზე და ფქვილზე ხატვა საბავშვო ბაღში - რა უნარებს ავითარებს აქტივობა