ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა ადრეული მიმართულების სპეციალისტი, ელენა ბეგიაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგის თემა „საბავშვო ბაღის ეზოების მოწყობა“ გახლდათ. ბაღებს გარე სივრცის მოწყობის გზამკვლევი გადაეცათ. პროექტი მოიცავს გარე სივრცის მოწყობის გეგმის შედგენას, შეხვედრების მოწყობას საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, მშობლებთან, რის შემდგომაც, მათი ჩართულობით, ეზოებში მოეწყობა ფუნქციური სივრცეები.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღებს შორის გამოცხადდა კონკურსი, რომელიც მიმდინარე 15 მაისს დასრულდება.
„აღნიშნული პროექტის დასასრულს ბაგა-ბაღებს შორის გამოვლინდება გამარჯვებული I, II და III საპრიზო ადგილების მფლობელი ბაღები დაჯილდოვდებიან ეზოს მოსაწყობი ინვენტარით“, - იტყობინება ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
იხილეთ ასევე:
სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით