ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში 16 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა.
ტენდერები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია.
საბავშვო ბაღები აშენდება:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ოქტომბერში, კახათში და ოდიშში.
აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში - სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოში და სუჯუნაში.
სენაკის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ფოცხოში, ძველ სენაკში და ლეძაძამეში.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში.
წალენჯიხაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - გაჭედილში, გურძემში და პირველ კიწიაში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 16-ვე საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და თითოეულის მშენებლობა დაახლოებით 1.3 მილიონი ლარი დაჯდება.
თითოეული საბავშვო ბაღის აშენება უნდა 14 თვეში უნდა დასრუდეს - საიდანაც საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის 3 თვეა გამოყოფილი, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის კი - 11 თვე.
ბაღების მშენებლობის პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის ფანჯრებზე სავალდებულოა კედლებში ჩამაგრებული ნაქსოვი ბადე - ახალი სტანდარტის დეტალები