დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ცნება, მიზანი და წარსადგენი პროგრამები
07.03.2023

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის მზადება დაიწყო და ვტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესიც მომზადდა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეგისტრაცია გასული წლის ივლისში დაიწყო და 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შემდეგ კი ბაღებმა თვითშეფასება უნდა გაიარონ. თვითშეფასების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში კი მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაეხმარება.

ბოლო ეტაპი კი, ავტორიზაციაა, რომელიც 2025 წლიდან დაიწყება და მის გარეშეც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.

ავტორიზაცია არის ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა.

ავტორიზაციის მიზანია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისათვის ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ავტორიზაციის სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება შესაბამისი მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად. ამ მიზნით, ავტორიზაცია უზრუნველყოფს ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის (შემდგომ - იურიდიული პირი) შესაბამისობის გარე შეფასებას, რომელიც ეფუძნება ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებულ დასკვნას, ასევე დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ავტორიზაციის განაცხადით და ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

ავტორიზაციის შედეგები საჯაროა.

ავტორიზაციის მიზნებისთვის საბავშვო ბაღმა უნდა წარმოადგინოს დამოუკიდებელი პროგრამა, რომლშიც იქნება:

  1. ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა;
  2. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა;
  3. სასკოლო მზაობის პროგრამა;
  4. უცხოურ ენაზე განხორციელებული პროგრამა;
  5. ბილინგვური/მულტილინგვური მიდგომით განხორციელებული პროგრამა;
  6. სხვადასხვა მისამართზე განხორციელებული პროგრამა.
უცხოურ ენაზე განსახორციელებელი და ბილინგვური/მულტილინგვური მიდგომით განხორციელებული პროგრამებით სწავლების  სწავლების საკითხი წინასწარ უნდა შეთანხმდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

იხილეთ ასევე:

„გადამწყვეტია აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია“ – საბავშვო ბაღების ავტორიაციისთვის მზადება იწყება

საბავშვო ბაღის ფანჯრებზე სავალდებულოა კედლებში ჩამაგრებული ნაქსოვი ბადე - ახალი სტანდარტის დეტალები
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი