საბავშვო ბაღებში სხვადასხვა პროდუქტის შეტანას წინ ტენდერები უძღვის. სატენდერო განცხადებებში დეტალურადაა გაწერილი, როგორი საკვები პროდუქტებია უვნებელი.
გთავაზობთ, სატენდერო დოკუმენტაციით დახასიათებულ სხვადასხვა სახის უვნებელ პროდუქტთა მახასიათებლებს, რომელიც მაშინაც უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ოჯახისთვის ყიდულობთ.
კარტოფილი - მკვრივი, საღი, სუფთა, ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მავნებლებით გამოწვეული დაზიანებები, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები, ლპობის ნიშნები, საშუალო ზომის, რელიეფი ერთგვაროვანი. გაჭრილი კარტოფილი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი შეფერილობის მუქი ლაქების გარეშე.
კომბოსტო - მკვრივი, მშრალი, საღი, სუფთა, თხელკანიანი, მოყინვის შავი წერტილების გარეშე, მრგვალი ან ოვალური ფორმის, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები, ლპობის ნიშნების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, საშუალო ზომის.
ჭარხალი - მრგვალი ან მოგრძო ფორმის, მკვრივი, საღი, სუფთა, მშრალი, ღვივის გარეშე, პრიალა ზედაპირით, ნაკლებძარღვიანი, ფერი მუქი წითელი, თეთრი ლაქების გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანებები, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები.
სტაფილო - მოგრძო ფორმის, საღი, მკვრივი, სუფთა ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანებები, ლპობის ნიშნები, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები.
ხახვი - მრგვალი ან მოგრძო ფორმის, მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა ღვივის გარეშე, საშუალო ზომის, მინიმალური დიამეტრი არანაკლებ 5-7 სმ, არ უნდა აღენიშნებოდეს მქანიკური დაზიანებები, ლპობის ნიშნები, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები.
ნიორი - მკვრივი, მშრალი, საღი ღვივის გარეშე, თეთრი, მინიმალური დიამეტრი 4-6 სმ, მიწის შემცველობის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანებები, ლპობის ნიშნები, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები.
ლობიო - ჭრელი, მალე ხარშვადი, ობის სუნის გარეშე, ფორმა მოგრძო ან მრგვალი, დარჩეული - მინარევების გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტიკეტირებით.
ყვავილოვანი კომბოსტო - საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა და ლაქების გარეშე, კარგად შეკრული თავები, ღეროები დაჭრილი, თეთრი ბოლქვით, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი, არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა იყოს მოყინული, ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო ზომისა, თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. არ უნდა აღენიშნებოდეს მისთვის დამახასიათებელი დაავადებები (პითიუმი, ფუზარიოზი);
ბროკოლი: საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა და ლაქების გარეშე, კარგად შეკრული თავები, ღეროები დაჭრილი, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული; ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო ზომისა, თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. არ უნდა აღენიშნებოდეს მისთვის დამახასიათებელი დაავადებები;
ბულგარული წიწაკა: საღი, სუფთა, მშრალი, საშუალო სიმკვრივის, მწიფე, გარედან თეთრი ჩანართების გარეშე, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მწარე, უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
ვაშლი - წითელი ან ყვითელი შეფერილობის, კონუსური ან მრგვალი ფორმის, სასიამოვნო სურნელით და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, კანი გლუვი, პრიალა, მექანიკური დაზიანებების გარეშე, ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე, კონსისტენცია მკვრივი, საშუალო ზომის, ჭკნობის ნიშნების გარეშე.
ბანანი - ყვითელი შეფერილობის, სასიამოვნო სურნელით და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, მექანიკური დაზიანებების გარეშე, ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე, კონსისტენცია მკვრივი, საშუალო ზომის, ჭკნობის ნიშნების გარეშე.
ბრინჯი - ფერი -თეთრი/მოყავისფრო შეფერილობით, სუნი პროდუქტისთვის დამახასიათებელი, ობისა და ნესტის სუნის გარეშე, უცხო მინარევების გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტიკეტირებით.
წიწიბურა - ფერი - მოყავისფრო, სუნი პროდუქტისთვის დამახასიათებელი, ობისა და ნესტის სუნის გარეშე, უცხო მინარევების გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტიკეტირებით.
ქიშმიში - უკურკო, მუქი ფერის, სუნი და გემო პროდუქტისთვის დამახასიათებელი, ობისა და ნესტის სუნის გარეშე, შესაბამისი ეტიკეტირებით.
პური - დაჭრილი, ქარხნული წარმოების, კიდურების (ყუის) გარეშე, ეტიკეტირებული და შეფუთული კვების პროდუქტებისათვის განკუთვნილი მასალით; წონა: 0,5-1,0 კგ; დაჭრილი 50 გრამიან ნაჭრებად; დამზადებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან, სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე; სუნი და გემო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის; არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და მოუზელავ ნაწილაკებს; უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს;
თხელი ლავაშის ფირფიტები - 100 გრამ პროდუქტზე კალორია არანაკლებ 262,41 კ/კალ. მართკუთხედი ფორმის, შეფუთვაში არაუმეტეს 10 ცალი ფირფიტა. ერთი ფირფიტის წონა 40 გრამი.
ფუნთუშა - ქარხნული წარმოების, ჯემისა და ქიშმიშის გარეშე. შემადგენლობა: პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი, პასტერიზებული რძე, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, არანაკლებ 82%-იანი კარაქი (მცენარეული ცხიმის გარეშე), კვერცხი, საფუარი, შაქარი. სუნი, გემოს მახასიათებლები და სიტკბო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის. სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. არ უნდა იყოს ფხვიერი, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს და მოუზელავ ნაწილაკებს. შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. წონა არანაკლებ 50 გრ. ერთი ფუნთუშის ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 100 გრამ პროდუქტზე 290 კ/კალ.
შაქარი - თეთრი ფერის, მშრალი, კრისტალური, ფხვიერი, სუფთა, დაფასოებული და ეტიკეტირებული.
მაკარონი - დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან, არასამარხვო შემადგენლობის, ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი. მაკარონის ნაწარმის ტენიანობა 13%. მდგრადი, ხარშვისას ადვილად არ კარგავდეს ფორმას. ფერი-ერთგვაროვანი კრემისფერი. ორგანოლეპტიკურად დამაკმაყოფილებელი. ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქტში არ უნდა იყოს წყლის წვეთები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს.
ვერმიშელი - დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან, არასამარხო შემადგენლობის, ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი. ვერმიშელის ნაწარმის ტენიანობა 13%. მდგრადი, ხარშვისას ადვილად არ კარგავდეს ფორმას. ფერი-ერთგვაროვანი კრემისფერი. ორგანოლეპტიკურად დამაკმაყოფილებელი. ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქტში არ უნდა იყოს წყლის წვეთები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს.
კუსკუსი - უმაღლესი ხარისხის, ქარხნული წესით შეფუთული, მშრალი, ობისა და ნესტის გარეშე, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანების გარეშე, ეტიკეტირებული.
ჩაი - ხილის, მინარევების, უცხო სუნის, ობისა და ნესტის გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ საღებავებსა და ემულგატორებს, ჰერმეტულად შეფუთული პაკეტებში, შესაბამისი ეტიკეტირებით.
მარილი - კრისტალური, წმინდად დაფქვილი, იოდიზირებული, მშრალი, უცხო გემოს გარეშე. თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში, შესაბამისი ეტიკეტირებით.
საფუარი - კულინარიული დანიშნულების, პურის ცხობისთვის გამოსაყენებელი, ფხვიერ მდგომარეობაში. დაფასოებული და ეტიკეტირებული 50-100 გრ-იანი შეფუთვით.
ძმარი - კულინარიული დანიშნულების, თეთრი ღვინის ძმარი. დამზადებული თეთრი ღვინისგან შესაბამისი ეტიკეტირებით.
სოდა - ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ნატრიუმის ბიკარბონატი) საკვები დანამატი. არ შეიცავს გმო-ს. გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც მჟავიანობის რეგულატორი, გამაფხვიერებელი აგენტი. არაუმეტეს 0,5 კგ-იანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში, შესაბამისი ეტიკეტირებით.
ხმელი ტარხუნა - კულინარიული დანიშნულების, კერძში გამოსაყენებელი, ფხვიერ მდგომარეობაში. დაფასოებული და ეტიკეტირებული 10-30 გრ. ქარხნული შეფუთვით.
ხმელი პიტნა - კულინარიული დანიშნულების, კერძში გამოსაყენებელი, ფხვიერ მდგომარეობაში. დაფასოებული და ეტიკეტირებული 10-30 გრ. ქარხნული შეფუთვით.
იხილეთ ასევე:
რის შეტანა იკრძალება საბავშვო ბაღებში - ჩამონათვალი
როგორი რძის ნაწარმი შედის საბავშვო ბაღებში - ყველი უნდა იყოს ნასვრეტებიანი და ნაკლებ მარილიანი