ოთახი და სანიტარული კვანძი საბავშვო ბაღის პერსონალისთვის - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სააღმზრდელო დაწესებულება
ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი. როგორც გვპირდებიან, პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებს.
აღნიშნულმა ფონდმა 19 საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო მოთხოვნაში კი გაწერილია დეტალები, თუ რა სივრცეები უნდა იყოს გათვალისწინებული სააღმზრდელო დაწესებულებებში.
საბავშვო ბაღის შენობის სააღმზრდელო ზონა, რომელიც 50 ბავშვზე ანუ ორ ჯგუფზე უნდა იყოს გათვლილი, საჭიროა, მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს:
- ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
- ჰოლი;
- ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე - საძინებელი 1 ბავშვზე მინიმუმი 2 კვ.მ;
- სათამაშო/სასადილო სივრცე - 1 ბავშვზე მინიმუმი 2.5 კვ.მ;
- გასახდელი მინიმუმი 18 კვ.მ;
- სანიტარული კვანძი - მინიმუმი 16 კვ.მ;
- მინი სამზარეულო (ბუფეტი) - მინიმუმუ 6-8 კვ.მ;
- დირექტორის ოთახი;
- პერსონალის ოთახი;
- სანიტარული კვანძი პერსონალისათვის;
- დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
- დარბაზი - მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის, ინვენტარის შესანახი სათავსით;
- კვების ბლოკი;
- სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
- საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
- მნის ოთახი;
- დაცვის ოთახი.
რაც შეეხება სათამაშო ზონას, ის უნდა იყოს:
მინიმუმი 200 კვ.მ. და მოედნის მოწყობილობა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს. დამზადებული უნდა იქნეს გლუვზედაპირიანი, მაღალხარისხიანი რბილი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გამოყენებას, მყარად დამაგრებასა და ტრამვების თავიდან აცილებას, უნდა მოეწყოს სხვადასხვა სახის ატრაქციონები. სათამაშო მოედანი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის საჩრდილობლებით ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ჯგუფებისათვის;
მოედანი კი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი სახის მოწყობილობებით:
- სასრიალო;
- საქანელა;
- ასაძრომი აღჭურვილობა;
- ქვიშის მოედანი;
- სათამაშო სახლი;
- სკამები/ დასაჯდომი;
- საცოცი-გასაძრომი კონსტრუქციები;
- მაგიდა სკამებით;
- ბალანსის აღჭურვილობა;
- პლატფორმა/სათამაშო მოედანი შემაღლებაზე;
- სანაგვე ურნა;
- წყლის დასალევი შადრევანი ე.წ სოკო, ბავშვების სიმაღლეზე მორგებული;
იხილეთ ასევე:
დასვენება, სრულფასოვანი სადილი - რა სჭირდება საბავშვო ბაღის თანამშრომელს და ვის პასუხისმგებლობაში შედის მისი კეთილდღეობა
„ყურადღების ღირსია საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურება“ - საკრებულოში აღმზრდელების ხელფასებზე ალაპარაკდნენ