დღის თემა
etaloni.ge
როგორ და რამდენი წყალი უნდა დაალევინოთ შვილებს ასაკის მიხედვით? - რჩევები მშობლებს
14.09.2022
რა არის ყველზე კარგი წყურვილის მოსაკლავად? - რა თქმა უნდა, წყალი.

ზოგიერთი ადამიანი წყურვილის მოსაკლავად ხილის წვენს ან გაზიან სასმელს სვამს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ დროს ორგანიზმისთვის საუკეთესო საშუალება წყალია.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღე 500 მლ და მეტ ხილის ტკბილ წვენს სვამენ, ორჯერ მეტია ალბათობა, რომ ჭარბწონიანი ან მსუქნები იყვენენ, ვიდრე ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ მოიხმარენ მას.    

ამიტომ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, რა რაოდენობის და რა სითხეს იღებენ თქვენი შვილები ყოველდღე.  
                                                            
დაახლოებით რამდენი წყალი უნდა დალიოს ადამიანმა დღის განმავლობაში?

  • 5 ჭიქა (1 ლიტრი) 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებმა
  • 7 ჭიქა (1,5 ლიტრი) 9-დან 12 წლამდე ბავშვებმა
  • 9-დან 10 ჭიქა ( 2 ლიტრი) 13 წლიდან ზემოთ მოზარდებმა


ბავშვებს ბევრი წყალი დაალევინეთ, როდესაც ვარჯიშობენ ან როდესაც ცხელა. ისინი, შესაძლოა, წყურვილს ვერ გრძნობდნენ, მაშინაც კი, როცა მათ სხეულს წყალი ნამდვილად სჭირდება. ამიტომ უმჯობესია, დღის განმავლობაში წყალს რეგულარულად იღებდნენ. შეგიძლიათ კონკრეტული დროები მაინც დაუწესოთ, წყლის დალევა საერთოდ რომ არ დაავიწყდეთ.

რჩევები ბავშვებს როგორ დაალევინოთ მეტი წყალი:

  • სკოლაში, სპორტულ დარბაზში თუ ნებისმიერ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში უწევთ ყოფნა წყალი ბოთლით გაატანეთ.
  •  ზაფხულში გაყინული წყალი შეგიძლიათ ჩაუდოთ ჩანთაში
  •  ზამთარში შვილებს თბილი წყალი დალევინეთ
  •  შეეცადეთ ტკბილი წვენები პატარა ჭიქებით დალიონ
  •  უთხარით შვილებს, გაკვეთილებს შორის შესვენებისას წყალი დალიონ
წყალი და სპორტი

  •  მოზარდები ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით ცხელ ამინდში, ბევრ წყალს თუ მიიღებენ, მათი სხეული თავის ფუნქციას მაქსიმალურად ეფექტურად შეასრულებს.
  • ვარჯიშის შემდეგ წყლის მიღებით წყლის იმ რაოდენობას აღიდგენენ, რაც ოფლით გამოიყო.
  • დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვანება არის მდგომარეობა, როდესაც სხეული იმაზე მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. როდესაც  ორგანიზმს საკმარისი წყალი არ მიეწოდება, ეს თავის ტკივილსა და დაღლილობას იწვევს. ამ დროს ადამიანი თავს შენჯღრეულად გრძნობს და ეს კონცენტრაციაზეც მოქმედებს.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი