დღის თემა
etaloni.ge
რას დაპირდა სახელმწიფო მინისტრი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, რომლებმაც მისთვის მოდების ჩვენება გამართეს
04.03.2023

„მოდა 2023“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის დასახვედრად მოაწყეს.

წყრუთში საბავშვო ბაღი ახალი აშენებულია და ის სამი სოფლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 90-მდე ბავშვზეა გათვლილი.

მინისტრმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა და ორენოვანი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვეწვიეთ სოფელ წყრუთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღს, რომელიც სამი სოფლის 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. შევხვდით ბაღის მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ისევე როგორც ბავშვებსა და მათ დედებს, რომელთაც ახალი ბაღის ამოქმედებით უფრო გაუფართოვდათ შიდა მეურნეობასა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან საბავშვო ბაღში დაინერგება სკოლამდელი განათლების ორენოვანი მეთოდი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლაზე, რაც წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი