3 მარტი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედის დღეა, რომელიც ჩვენში 1991 წელს დაწესდა.
ქართველი მწერლები და პოეტები მუდმივად წერდნენ დედაზე.
გთავაზობთ ციტატებს დედაზე, რომელიც სხვადასხვა დროს დაიწერა.
ოთარ ჭილაძე:
„თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა“.
„დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება“.
„ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია“.
ვაჟა ხორანაული:
„ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის“.
„მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში – თურმე ღმერთის სითბო ყოფილა“.
„შვილი დაინახა და წელში გაიშალა, როგორც ყვავილი წვიმიდან გამოსული“.
„შვილს რომ მკლავზე გადაიწვენს, დედა ჯვარს ემსგავსება – სწორედ ეს ჯვარი გადაარჩენს სამყაროს“.
„ჩვილმა დაიძინა და ახლა თვალებით ღიღინებს იავნანას დედა“.
„მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში, თურმე ღმერთის სითბო ყოფილა“.
„სინათლეზე თბილი და მსუბუქია დედის ხელები, რომლებიც ჩაძინებულ შვილს ეფერებიან“.
„მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში – თურმე ღმერთის სითბო ყოფილა“.
„ძილის წინ იტყოდა დედა: ღმერთო, უშველე ჩემ შვილებსა, მაშინაც ესა თქვა, სამარეში როცა ჩაასვენეს“.
გოდერძი ჩოხელი:
„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის“.
„რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს“.
„მინდა, ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ“.
ოტია იოსელიანი:
„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის“.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!“
ლეო ქიაჩელი:
„გწამდეს, დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს“.
გიორგი ლეონიძე:
„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო“.
ლადო ასათიანი:
„ვნატრობდი უბრალო ხალათს, დედის ძვირფასი ხელით შეკერილს“.
ნიკო ლორთქიფანიძე:
„ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის“.
შოთა ნიშნიანიძე:
„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას“.
ვაჟა-ფშაველა:
„თუმც აღარა ვარ ეხლა ყმაწვილი და ჟამთა დენამ თეთრად დამთოვნა, მაინც მას ვტირი: დედა მინდაო, დედა მაჩვენეთ, – არს ჩემი თხოვნა“...
იხილეთ ასევე:
ვაჟა-ფშაველა: დედა სადღა მყავს, მაგრამ სულ დედის დაკარგვის მეშინია
სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება