დღის თემა
etaloni.ge
ვაჟა-ფშაველა: დედა სადღა მყავს, მაგრამ სულ დედის დაკარგვის მეშინია
02.03.2023

მთის ბუმბერაზ პოეტს, ვაჟა-ფშაველას თურმე მთელი ცხოვრება დედის დაკარგვის ეშინოდა. ეს შიში დედის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.

ვაჟა-ფშაველას მეზობელი ქალის მონაყოლი:

დიდი ვაჟკაცი იყო ვაჟა - მონადირე, გაუტეხელი, ჩხუბშიც პირველი. ერთ რამეს დავუკვირდი. ხეზე არ ადიოდა. გამიკვირდა და ვკითხე:

- ვაჟავ, ამ ვაშლს რომ სხვებს ეძახი და აკრეფინებ, შენ რატომ არ ადიხარ?

- ბალღობაში სულ მაღალ ხეებს მოვევლებოდი კენწეროში, ჩიტის ბუდეებს ვეძებდით, თავიც მოგვქონდა ბიჭობით. დედას შეატყობინეს ერთხელაც - შენი ლუკა კლდის პირას მდგარ ხეზედაა კენწეროზედ ასულიო.

გულგახეთქილი მოჰქანდა, გზაში მანდილი მოუხდია, იმის ფრიალით. ხის ძირზედ დაიჩოქა და დედის სიცოცხლევ, ფრთხილად ჩამოდიო, ტკბილად მევედრებოდა. ჩამოვედი. ჩამიხუტა. მკოცნა. მერე მითხრა:

- შვილო, შენ რომ ხეზედ ახვალ, იცოდე, იმავ წამს დედა მოგიკვდება!

- აი, ხომ წლები გავიდა, დედა სადღა მყავს, მაგრამ მე ხეზედ ასვლას რომ დავაპირებ, მუხლები მიკანკალებს. სულ დედის დაკარგვის მეშინია...

იხილეთ ასევე:

10 ლექსი დედაზე - ასწავლეთ პატარებს 3 მარტისთვის

გამოცანები პატარებისთვის - „თუ დედიკო აქლემი მყავს, მაშინ მე რა მქვია?“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი