დღის თემა
etaloni.ge
მონიტორინგმა საბავშვო ბაღებში შეუსაბამობები აღმოაჩინა
02.03.2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციამ  მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ჰასპის პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგი განახორციელა HACCP-ის კოორდინატორთან ერთად, რომლის ფარგლებში შემოწმდა მუნიციპალიტეტში არსებული 16 საბავშვო ბაღი.

„გამოვლინდა მცირე შეუსაბამობები და დაიგეგმა აღნიშნული შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები“, - იტყობნება „სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“.

HACCP-ის დანერგვის პროგრამის ფარგლებში ტრენინგი, მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების მენეჯერებს და ექთნებს იანვრის თვეში ჩაუტარდათ და სერთიფიკატებიც გადაეცათ. 

იხილეთ ასევე:

ბაღის მენეჯერებმა მუნიციპალიტეტს სამზარეულოს ინვენტარის შეძენა მოსთხოვეს

10 დღიანი პერსპექტიული მენიუ და კერძების კარტოთეკა - რის შემუშავება ევალება საბავშო ბაღს ახალი დოკუმენტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი