საბავშო ბაღის მიერ აღსაზრდელებისთვის შეთავაზებულმა კვების მომსახურებამ ხელი უნდა შეწყოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას, - ამის შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლისთვის შემუშავებულ წესში წერია, რომლის 4 სტანდარტიდან ერთ-ერთი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერაა.
მოგეხსენებათ, სკოლამდელი დაწესებულება ავტორიზაციას ვერ გაივლის, თუ სტანდარტში მოცემული კრიტერიუმები არ დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი კრიტერიუმი მოიცავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კვების ორგანიზებასა და კვებით რაციონს.
კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი
ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, საბავშო ბაღის მიერ აღსაზრდელებისთვის შეთავაზებულმა კვების მომსახურებამ ხელი უნდა შეწყოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას, რისთვისაც დაწესებულებამ უნდა დაიცვას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრული პირობები.
ამ საკითხის უზრუნველსაყოფად, დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს:
რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებს, დაწესებულებამ უნდა დაიცვას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრული პირობები და შეიმუშაოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი.
იხილეთ ასევე:
რა სახის მტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საბავშვო ბაღში - ახალი სტანდარტის მოთხოვნები
საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით