თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭრის განყოფილების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღებში გასვლითი შეხვედრები დაიწყეს.
ბავშვთა უფლებების დამცველები უკვე იყვნენ სოფელ შალაურში, სადაც მშობლებს და საბავშვო ბაღის პერსონალს ბავშვის უფლებათა კოდექსით მინიჭებულ უფლებებსა და იმ ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია გარკვეულ სერვისებს სთავაზობს.
სტუმრები ბაღის თანამშრომლებსა და აღსაზრდელების მშობლებს შეპირდნენ, რომ ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მათი კონფიდენციალურობა სრულად დაცული იქნება.
„მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრების გამართვას განყოფილება სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც გეგმავს“, - იუწყება თელავის მერია.
იხილეთ ასევე:
„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ